“ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ს და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

“ქართული ოცნების“ წევრი მ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

“მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ჩემს საქართველოს, ჩემს მაგარ ხალხს, განსაკუთრებით “სამარგალოს“ დიდი სიყვარულით. ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ-ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“, – აღნიშნავს ირაკლი ზარქუა.

“მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის, როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით კიდევ ერთხელ, ბედნიერად, ჯანმრთელად“, – თქვა ვიქტორ სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ