ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში – ალენ ბერსე

პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.
მისი თქმით, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.
„ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში და ევროპის საბჭო მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელშია, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ბერსემ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტი 21 დეკემბრამდე გასტანს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება