,, ყველას ვერ გაგვანადგურებთ!!!” – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი რობერტ ფიცოს დაჭრის ფაქტს ასე ეხმაურება:
,,ტერორი ევროკავშირში! საქართველოსა და სამართლიანობის დიდი მეგობარი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მთავრობის გასვლით სხდომაზე დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომელმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. ფიცო დაჭრილია და ვერტმფრენით გადაყვანილია ბრატისლავას ერთ-ერთ კლინიკაში. თავდამსხმელი დაკავებულია – დაველოდოთ დამატებით ინფორმაციას და ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს გადარჩენა და ჯანმრთელობა. ყველას ვერ გაგვანადგურებთ!!!”

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!