ყველაზე მსხვილი საზღვაო ჰაბი სინგაპურს აქვს – ქვეყნების რეიტინგი

გლობალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სინგაპური მსოფლიოს წამყვან საზღვაო ჰაბად რჩება, ამის შესახებ ინფორმაციას Seasia Stats-ი ავრცელებს და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს.
2024 წლის წამყვანი საზღვაო ქალაქების ანგარიშის და Menon Economics-ის მიხედვით, „ლომის ქალაქი“ – სინგაპური ყველაზე მსხვილი საზღვაო ჰაბია, მას მოსდევს როტერდამი და ლონდონი.
გამოცემა წერს, რომ რეიტინგი მსოფლიოს 50 უმსხვილეს საზღვაო ქალაქს 5 მიმართულების, ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლების მიხედვით, აფასებს. თითოეულ მიმართულებას რეიტინგში მინიჭებული აქვს 20%-იანი შეფასება.
ეს 5 მიმართულებაა: გადაზიდვები, საზღვაო ფინანსები და სამართალი, პორტები და ლოჯისტიკა, მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა, საზღვაო ტექნოლოგია.
ოცდაათეულში მოხვდა: 6 ჩინური ქალაქი, 4 – ქალაქი -დან, 2-2 იაპონური, ფრანგული, გერმანული და ესპანური ქალაქები.
მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საზღვაო ჰაბების ოცეული ასეთია:
· სინგაპური
· როტერდამი
· ლონდონი
· შანხაი
· ოსლო
· ნიუ იორკი
· ტოკიო
· ჰამბურგი
· კოპენჰაგენი
· ბუსანი
· დუბაი
· ჰონგ კონგი
· ვანკუვერი
· პარიზი
· ჰიუსტონი
· პეკინი
· ანტვერპენი
· სიდნეი
· ლოს ანჯელესი
· ოსაკა

ასევე დაგაინტერესებთ