ყაზახეთში 4,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კვირას, ადგილობრივი დროით 09:10 საათზე ყაზახეთის ტერიტორიაზე ალმათის მახლობლად 4,6 მაგნიტუდის სიმძლავრის დაფიქსირდა.
9.3 ენერგეტიკული კლასის მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე, ალმათიდან აღმოსავლეთით 55 კმ-ში იყო.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ქალაქში ბიძგები 2 ბალიანი ინტენსივობით (MSK-64 შკალით) იგრძნობოდა.