ყაზახეთში ნიქაბის ტარება აიკრძალა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად ქვეყანაში მუსლიმანური თავშლის, ნიქაბის ტარება იკრძალება. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კანონის თანახმად, გამონაკლის ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ადამიანები სახეს სამსახურებრივი უფლებამოვალეობის შესრულების დროს, სამედიცინო დანიშნულების, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამოქალაქო თავდაცვის მიზნით და სპორტული ან კულტურული ღონისძიებების დროს ფარავენ.
მანამდე ნიქაბის ტარება აკრძალეს ყაზახეთის მეზობელ ქვეყნებში – უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ხელისუფლება, ალბათ, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებისთვის ემზადება, სხვას რას უნდა ნიშნავდეს შალვა პაპუაშვილის განცხადება? ვფიქრობ, „ოცნებას“ ეს გაუჭირდება, ამას სერიოზული წინააღმდეგობა ექნება მათივე მომხრეებში