ყაზახეთში ბანანის და სხვა ტროპიკული ხილის მოყვანა დაიწყეს – EastFruit

ყაზახეთში, თურქესტანის რეგიონში კომპანია GenGroup Qazaqstan-მა თურქული ინვესტიციებით ააშენა სათბურის კომპლექსი 5,3 ჰექტარ ფართობზე, სადაც ბანანის ხეების გაშენება დაიწყო. ამის შესახებ EastFruit-ი იტყობინება.
სათბურებში ტროპიკული ხილის პირველი კომერციული მოსავლის აღებას დაიწყეს. Bizmedia.kz-ის ინფორმაციით, სათბურში 1000-მდე ტონა მოსავალი მწიფდება.
მეწარმე ისლამ ალიევი ამბობს, რომ ეს ერთადერთი ადგილია ქვეყანაში ამდენი ეგზოტიკური ხილით. მისი თქმით, ბანანის ჯიშს „ანამუზი“ ჰქვია და ეს არის სპეციალურად თურქეთის კლიმატისთვის შექმნილი ჯიში და ისინიც იმავე ჯიშს ვაშენებთ.
ბანანი სულ უფრო მნიშვნელოვანი პროდუქტი ხდება შიდა ბაზრისთვის, ეს სათბური, ალიევის თქმით, უზრუნველყოფს ქვეყანაში ბანანის მოხმარების მხოლოდ 1%-ს.
EastFruit-ი წერს, რომ ყაზახი ბიზნესმენები გაჩერებას არ აპირებენ, ისინი გეგმავენ წელიწადში 2 მოსავლის აღებას და სათბურების ფართობის გაზრდას. კიდევ 90 ჰექტარი გამოყენებული იქნება მანგოს, ავოკადოს, ანანასის და მოცვის მოსაშენებლად, რომლებზეც მოთხოვნა ყაზახეთის ბაზარზე იზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ