ყაზახეთმა და აშშ-მა კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

ყაზახეთმა და აშშ-მა კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, – ინფორმაციას გამოცემა Kazinform-ი ავრცელებს.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ყაზახეთის მრეწველობის მინისტრმა, ერსაინ ნაგასპაევმა და აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა მოაწერეს.
ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებას ყაზახეთის პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც ესწრებოდა.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების – უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო