ყაზახეთი–ჩინეთი–საქართველო – რას წერს საცდელი გადაზიდვის შესახებ ყაზახეთი

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომობილი, რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ჩინეთის სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რათა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, ალი ალტაის განცხადებით, ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს ასობით მილიონი ტონა ტვირთი საზღვაო გზით 52 დღის, ხოლო მცირე მოცულობის ტვირთი რკინიგზით 22 დღის განმავლობაში მიეწოდება. რაც შეეხება საავტომობილო ტრანსპორტს, ალტაის შეფასებით, შუა დერეფნის გამოყენებით ავტო ტრანსპორტირება დროს 12 დღემდე ამცირებს, რომლის დროსაც ტვირთის მიწოდება „კარდაკარ,” შუალედური დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება