ყაზახეთი თალიბანს ტერორისტულ დაჯგუფებათა სიიდან ამოიღებს

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა, 29 დეკემბერს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს თალიბანი, რომელიც ამჟამად ავღანეთს მართავს.
სმადიაროვმა განაცხადა, რომ ასტანა კვლავაც გააგრძელებს გაეროს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების დაცვას ავღანეთის მიმართ.
ყაზახეთმა 2005 წლის მარტში, თალიბანი ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. ყაზახეთმა რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია გაგზავნა ქაბულში მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიბრუნა ხელისუფლება ავღანეთში -ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ჯარების გაყვანის შემდეგ 2021 წლის შუა რიცხვებში.
სექტემბერში, დაახლოებით 300 ავღანელი ბიზნესმენი და თალიბანის წარმომადგენელი დაესწრო ბიზნეს ფორუმს ასტანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)