ყაველაშვილმა გეკა გელაძეს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

მიხეილ ყაველაშვილმა გელა გელაძესა და მის მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ – მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს, ასევე მიენიჭება გენერალ -მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა