ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines მოამზადა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიუჟეტი CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გავიდა.
“22 წუთიან სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.
გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“ მიმდინარეობდა, სიუჟეტში ქართულ სამზარეულოზე შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის, სახელმწიფო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლინკი:

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?