თავზე ნაკერი ადევს, აქვს ტვინის შერყევა – ზურა ჯაფარიძე გია ჯაფარიძის მდგომარეობაზე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ძმის – გია ჯაფარიძის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც გუშინ სახლთან უცნობმა პირებმა სცემეს.

“თავდასხმა მოხდა გუშინ, გვიან საღამოს, როდესაც სახლში მივიდა, სადარბაზოსთან, ავტომობილიდან გადმოდიოდა და ეგრევე ჩაარტყეს თავში რაღაც მძიმე საგანი, ზუსტად არ იცის რა არის, ვერ დავინახეო, ხელკეტების მაგვარი რაღაცები იყოო. თავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს უკან, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე ეტყობა ასევე, ნაჭდევები სავარაუდოდ, ხელკეტისგან ან ჯოხისგან, ზუსტად არ ვიცი რა არის და არის სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ექიმმა უთხრა, რომ კიდევ ერთი დღე უნდა დარჩეს დაკვირვების ქვეშ. ჩასაფრებულები იყვნენ და ელოდებოდნენ და რას უკავშირებთ კითხვაზე, მგონი პასუხი ისედაც ყველასთვის ცხადია, ერთ საღამოს რომ ორკესტრირებულად ასეთი თავდასხმები ხდება, გასაგებია ვინ დგას ამ ყველაფრის უკან”. – ამბობს ჯაფარიძე.
ივანიშვილის რეჟიმი ორდღიანი სატელეფონო ტერორის შემდეგ, 8 მაისს აქციის მონაწილეების ფიზიკურ დევნას შეუდგა.