“ღარიბაშვილის ციხეში ჩასმა რომ ყოფილიყო მიზანი, ხალათით წაათრევდნენ სუს-ის შენობაში” – ლევან ყურაშვილი

ღარიბაშვილის ციხეში ჩასმა რომ ყოფილიყო მიზანი, პირველივე დღეს შეუვარდებოდა ავტომატიანი სპეცრაზმი სახლში და ხალათით წაათრევდნენ სუს-ის შენობაში.
ივანიშვილის მიზანი არის ღარიბაშვილის ნეიტრალიზაცია (მისი პარანოიდალური ჭკუით, ჰაკიმფაშა მოღალატეა), მისგან “მონანიება” და ჭკუის სწავლება. პლუს, მაგალითის ჩვენება ყველა მისი მოჯამაგირისათვის. ღარიბაშვილს რა ბრალიც წაუყენეს, მაგ ბრალით ივანიშვილს შეუძლია მიადგეს ნებისმიერ ქოცს. ბობოლა ქოცსაც და წვრილფეხობასაც. ვითომ საჩუქრებს იღებს (მინიმუმ) ასობით ქოცი და ჩინოვნიკი ამ ქვეყანაში. -დან დაყებული, პროკურატურა-სასამართლოთი გაგრძელებული და პარლამენტის წევრებით დამთავრებული. ივანიშვილის რეჟიმი ისეთ ფაზაშია, მისთვის ნებისმიერი ქოცის “ღალატი” და გვერდზე გახტომა შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ამიტომ, მაქსიმალურად მოუჭერს პირველ რიგში ზუსტად საკუთარ მოჯამაგირეებს. ქოცებს კი, მშვიდად ცხოვრება თუ უნდათ ამ ქვეყანაში, პარადოქსია, მაგრამ მათთვისაც საუკეთესო გამოსავალი ივანიშვილის მოცილებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ