„ღამის სერენადები“ ჯადოსნური კონცერტებით ბრუნდება

XVI საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ჯადოსნური კონცერტებით ბრუნდება.
„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 42 წელს ითვლის. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს – ლიანა ისაკაძეს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).
ლიანა ისაკაძემ 1982 წელს, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს აღდგა “ხელოვნების ზეიმის” სახელით ულამაზეს ქალაქ ბორჯომში. ხოლო 2009 წლიდან ფესტივალი, ლიანა ისაკაძის ინიციატივითა და ქალაქ ს მერიის მხარდაჭერით, დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ბათუმში ისევ “ღამის სერენადების” სახელით და 2024 წელს უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდება.
2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტატში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.
ამავე წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა და გიორგი ისაკაძეების მიერ შექმნილი კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისერი ლელა მჭედლიძე), რომლის შემადგენლობაში შედიან ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები.
ფესტივალი არსებობის მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვა.
წლევანდელი მეთექვსმეტე ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მსმენელს ტრადიციულად მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. მნიშვნელოვანი წელს „ღამის სერენადები“ უკვე 7 კონცერტით წარსდება მსმენელის წინაშე საქართველოს 3 ქალაქში. ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება გალა კონცერტით, ქალაქ ბორჯომში, 21 აგვისტოს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ღია ცის ქვეშ, შემდგომ „ღამის სერენადები“ გადაინაცვლებს ქალაქ ბათუმში — 23, 25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ხოლო თბილისის კონცერტები გაიმართება 15, 17 და 20 სექტემბერს – კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხოლო 18 სექტემბერს – თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში. საკონცერტო პროგრამასთან ერთად ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაემთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. ასევე ტრადიციულად, ჩატარდება ქართველი მხატვრის სამხატვრო გამოფენა საკონცერტო დარბაზის ფოეში.
წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ უცხოელი და ქართველი ვარსკვლავები: თბილისის კონცერტების სოლისტები იქნებიან — წლევანდელ ფესტივალზე მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ უცხოელი და ქართველი ვარსკვლავები: ბეატრიჩე ვენეცი (Beatrice Venezi) დირიჟორი, იტალია სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო, მარიამ რიონიშვილი- სოპრანო, საქართველო, გიორგი შავერზაშვილი – კომპოზიტორი, პიანისტი, საქართველო, გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო, ანდრეს გაბეტა Andrès Gabetta) ვიოლინო, საფრანგეთი, მორის შტიგერი (Maurice Steger)-ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია, გიორგი ოიკაშვილი, კლარნეტი, საქართველო, მარიამ ბუგიანიშვილი (ვოკალი, საქართველო), ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი). ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
ბათუმის კონცერტებში ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული სოლისტები: სამარიო სტეფანო პიეტროდარკი (Mario Stefano Pietrodarchi) ბანდონეონი, იტალია. ვიბო-ვალენტიის კონსერვატორიის პროფესორი და ლონდონის სამეფო კონსერვატორიის მოწვეული პროფესორი. ელვინ ხოჯა განიევი (Elvin Hoxha Ganiyev) ვიოლინო, თურქეთი / აზერბაიჯანი – მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ს ჯილდოს მფლობელი. მევიოლინე, რომელიც უკრავს 1715 წლის გვარნერის უნიკალურ ვიოლინოზე „filius Andreae“.
ფესტივალის დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე, ორგანიზატორი – კომპანია “არტ ალიანსი”, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
23 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) შეასრულებენ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს: ენიო მორიკონე – სამი თემა; ნინო როტა – მიძღვნა ფედერიკო ფელინის; ხალედ მუზანარი – პოპური; კარლოს გარდელი – Volver; Por una Cabeza; ასტორ პიაცოლა – მელოდია ლა მინორი; Adios Nonino; Vuelvo al Sur; Milonga del Angel; დიდი ტანგო.
ფესტივაელის მეორე საკონცერტო დღეს 25 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ელვინ ხოჯა განიევს (ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი) და ფესტივალის საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). საკონცერტო პროგრამაშია: ანტონიო ვივალდის – წელიწადის დრონი; ასტორ პიაცოლას – ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი; ნიკოლო პაგანინის – კაპრისი N24.
15 სექტემბრიდან “ღამის სერენადები” თბილისში გადმოინაცვლებს. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო, საქართველო) და ეროვნული სიმფონიური შეასრულებს ოტორინო რესპიგის რომის პინიებს, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტს No. 3 რემინორი, თხზ. 30.
17 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი მარიამ როინიშვილის (სოპრანო, საქართველო), გიორგი ოიკაშვილის (კლარნეტი, საქართველო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრის “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს. საკონცერტო პროგრამაშია: ალბერტო ნეპომუსენუს – სიმებიანი კვარტეტი N3 “Brasiliero”; ალბერტო ნეპომუსენუს – Andante espressivo სიმებიანი საკრავებისთვის; ალბერტო ნეპომუსენუს – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის; ჰეიტორ ვილა-ლობოსის – 18-ე საუკუნის პოეტის სიმღერა, Cancao de cristal, Samba Classico, Modinha, Melodia Sentimental; შიკინია გონზაგას – Corta Jaca; ზეკინია დე აბრეუ ს- Tico Tico.
“ღამის სერენადები” 18 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო) და გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო, საქართველო). მუსიკოსები ბედრჟიხ სმეტანას და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს დაუკრავენ.
წლევანდელი ფესტივალი 20 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ანდრეს გაბეტა (ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტიგერი (ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). პროგრამაშია: ევარისტო ფელიჩე დალაბაკო – კონცერტი რე მაჟორი, თხზ.5 N6 – ჩაკონა; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის სი-ბემოლ მაჟორი,RV 375; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის დო მაჟორი, RV 190; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428; პიეტრო ლოკატელი – კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 N11; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ბლოკ-ფლეიტისთვის დო მაჟორი, RV 443; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და ბლოკ-ფლეიტისთვის სოლ მაჟორი, RV516.