ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 20 000 პალესტინელია დაღუპული. გაეროს შეფასებით, ამ დრომდე, ათასობით ცხედარი ნანგრევების ქვეშაა.
ღაზის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ, 7 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად, დაახლოებით 300 პალესტინელი იღუპება (გამონაკლისია ცეცხლის შეწყვეტის 7 დღე).
ვიდრე ღაზის სექტორში ომის დასრულებას არ დათანხმდება, “ჰამასი” არცერთი მძევლის გათავისუფლებას აღარ გეგმავს. 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობს ომის დასრულებაზე, ვიდრე ისრაელი “მთავარ მიზანს არ მიაღწევს” და “ჰამასს” არ გაანადგურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი