ქუთაისში სამი ადამიანი დაჭრეს, ერთი კლინიკაში გარდაიცვალა –

შსს-ის ცნობით, ინციდენტი ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
„გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი“ და „შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა „მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა“.
ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. წერს, რომ „დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა