ქუთაისში ენმ–ს 70% ტოვებს და “ახალს” უერთდება – ნიკა მელია

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატები მის გუნდს უერთდებიან.
“ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ პარტია ახალს შემოუერთდეს. როდესაც ქუთაისში პარტია ნაციონალურ მოძრაობას ბირთვი, ანუ 70% ტოვებს, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც 2 ნიკას ხათრით და არც არავისი. ეს პატრიოტი ადამიანები გადაწყვეტილებას რწმენისა და შეხედულებებისამებრ იღებენ. ამ ხალხისთვის უბრალოდ მიუღებელია, რომ პარტია კულუარულად იმართებოდეს. მათ ს რეჟიმის ცვლილება უნდათ, მაგრამ ისინი ქუთაისელები არიან, იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და იციან, რომ ელექტორულადაც შეუძლებელია, ივანიშვილი ვანო მერაბიშვილითა და დავით კეზერაშვილით ჩაანაცვლო. ეს ჯიუტი ფაქტია”.
2023 წლის დეკემბერში ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7-მა დატოვა. ამასთან, ენმ-ის ყოფილმა წევრმა, გიორგი კილაძემ თქვა, რომ ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7-მა თითქმის სრული შემადგენლობით დატოვა პარტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …