ქუთაისის სასამართლოში 9 ადამიანის პროცესია

ქუთაისის სასამართლოში ცხრა ადამიანის პროცესია. საქმე ეხება ქუთაისში, მოსამართლის სახლთან გამართულ 30 წუთიან აქციას, რომელშიც მომღერლები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
მოქალაქეებმა ცხრავე პირი დარბაზში მხარდამჭერი შეძახილებით შეაცილეს. სასამართლოს დერეფანში ისმოდა საქართველოს ჰიმნიც.
პროცესზე მოსამართლე ციცინო მოსიძემ განმარტა, რომ მოსამართლის სახლის შესასვლელის ბლოკირება ადმინისტრაციული წესით ისჯება: ძველი რედაქციით 15 დღიანი პატიმრობით, 7 თებერვალს შესული რედაქციით კი ან 5 ათას ლარიანი ჯარიმით, ან 60 დღიანი პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება