„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და “პრაიდის” წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა – დეტალები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სა და „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ნიკა გვარამია მათ დაჰპირდა მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ „თბილისი პრაიდის“ წევრები ღიად განაცხადებენ, რომ უარს ამბობენ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მოთხოვნაზე და იტყვიან, რომ გამოდიან მხოლოდ ლგბტ თემატიკის შემცველი ფილმების თუ ნაწარმოებების ცენზურის წინააღმდეგ. წყაროს ცნობით, გვარამია მათ ასევე, დაჰპირდა, რომ ამ შემთხვევაში „თავისიანებს თვითონ დაელაპარაკებოდა”.
ამის მიუხედავად, ორი დღის შემდეგ, ის კვლავ დაუკავშირდა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს და უთხრა, რომ უჭირს თავისიანების დარწმუნება, რადგან ისინი პრაიდის წარმომადგენლებს გადამგდებებს ეძახიან და არ ენდობიან.
მისი თქმით, ძირითადი მოწინააღმდეგე ნიკა ფარულავა იყო. წყაროს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები ამის გამო გამოხატავენ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გვარამიასა და მისი პარტიის მიმართ და ამბობენ, რომ ისინი შესაბამისად ვერ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში