ამერიკის საელჩო მის მოქალაქეებს აფრთხილებს თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს

შეერთებული შტატების საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს.
საელჩოს საიტზე მითითებულ ინფორმაციაში წერია, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შოთა რუსთაველის გამზირზე, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მასშტაბური აქციები, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.
საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება.
აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო დემონსტრაციებისას მოხდა დაპირისპირება და ძალადობა აქციის მონაიწლეებსა და სამართალდამცავებს შორის.
საელჩოს საიტზე წერია, რომ „უსაფრთხოების მიზეზების გამო, -ის საელჩო თბილისში კრძალავს სასტუმროების გამოყენებას ქვემოთ წითლად ასახული ტერიტორიის შიგნით“ ამერიკის მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც შეიძლება თბილისში იმყოფებოდეს.
„ამასთან, საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, 18:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება საელჩოს წინასწარი თანხმობის გარეშე“, – წერს საელჩო.

ასევე დაგაინტერესებთ