“ქოცებო, მიახვედრეთ თქვენი ბელადი! გაბედეთ და აუხსენით ვინმემ!” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:

“შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლა მოხდეს” – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე 37-ე დღეა შიმშილობს! 37-ე!!!!!
ქოცებო, მიახვედრეთ თქვენი ბელადი, რომ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მზია!!! გაბედეთ და აუხსენით ვინმემ! უმძიმესია მისი მდგომარეობა და ეს ექიმის კომენტარიდანაც ჩანს! ძალიან მინდა შეწყვიტოს შიმშილობა თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს!

შეგახსენებთ, კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ბათმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა:
“შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 37 დღეა შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს

ირაკლი კობახიძე – რა დაპირებაც გაიცა ივანიშვილის მხრიდან 2 წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, იქნება პირნათლად შესრულებული, რაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას – წელიწადნახევრის განმავლობაში თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, მზად ვარ ვუპასუხო