ქნესეთმა მიიღო კანონი, რომელიც Al Jazeera-ს მაუწყებლობის შეწყვეტას შესაძლებელს ხდის

ს ქნესეთმა კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას უფლებამოსილს ხდის, ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის გამო უცხოური საინფორმაციო არხებს ისრაელში მუშაობა დროებით აუკრძალოს.
კომუნიკაციების მინისტრის, შლომო კარჰის თქმით, ისრაელში Al Jazeera „მომდევნო დღეებში“ დაიხურება.
„ისრაელში ჰამასის ინტერესების გამომხატველებისთვის გამოხატვის თავისუფლება არ იქნება. […] სისრულეში მოვიყვანეთ ეფექტური და სწრაფი იარაღი მათ წინააღმდეგ, ვინც პრესის თავისუფლებას ისრაელის უსაფრთხოებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების დასაზიანებლად იყენებს და ომის დროს ტერორიზმს ახალისებს“. – თქვა კარჰიმ.
მანამდე, ისრაელის პრემიერმა, მ თქვა, რომ ახალი კანონის ფარგლებში „დაუყოვნებლივ იმოქმედებდა Al Jazeera-ს დასახურად“.
ახალი კანონით, ისრაელის პრემიერმინისტრსა და კომუნიკაციების მინისტრს ისრაელში ისეთი უცხოური საინფორმაციო არხების დახურვა შეეძლებათ, რომლებიც „სახელმწიფო უსაფრთხოებას რეალურად აზიანებენ“.
კომუნიკაციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, ბრძანება გასცეს „კონტენტის მიმწოდებლებისთვის“ მაუწყებლობის შეწყვეტის, ისრაელში მდებარე ოფისების დახურვის, არხის ინვენტარის კონფისკაციისა და სერვერის ისრაელში მდებარეობის შემთხვევაში ვებსაიტის გამორთვის შესახებ.
ბრძანების გაცემამდე, ისრაელის კომუნიკაციის მინისტრმა პრემიერმინისტრისა და უსაფრთხოების კაბინეტის თანხმობა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, კომუნიკაციის მინისტრსა და პრემიერმინისტრს უშიშროების სამსახურმა არხის მიერ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანის ბრალდებათა „ფაქტობრივი საფუძველი“ უნდა წარუდგინოს.
კნესეტმა წესი დროებით კანონად მიიღო და მას ვადა 31 ივლისს გაუვა, ან უფრო ადრე, თუკი მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს.
თეთრმა სახლმა კანონის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.
“ჩვენ გვჯერა პრესის თავისუფლების. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. მხარს უჭერს უკიდურესად მნიშვნელოან სამუშაოს, რომელსაც ჟურნალისტები მსოფლიოს გარშემო აკეთებენ და ეს შეეხება მათაც, ვინც ღაზაში კონფლიქტს აშუქებს. თუ ეს ცნობები მართალია, შემაშფოთებელია”. – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.