ჩერგოლეიშვილი: ბიძინას ამოცანაა, ხალხი გატეხოს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს – ეს არ დავუშვათ

ივანიშვილის მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო, როცა ეს კანონი შემოიტანა? საზოგადოების ბელარუსიზაცია ანუ გატეხვა უნდა ხალხის, მას ხომ პოლიტიკური სპექტრის არ ეშინია, რადგან დალაგებული აქვს პოლიტიკურ სპექტრთან, მათი ბელადი ციხეში უზის, ის ბელადი სისუსტეს ასხივებს, ამბობს, “ქართველი არ ვარ, 100%-თ უკრაინელი ვარ, ოღონდ გამიშვით” და რაღაც საშინელებებს აკეთებს. როცა 12 წელი კაცი იმას იჩემებდა, მესია ვარ, უნდა გიხსნათო და იქიდან ტირის, ეს კატასტროფაა მთელი ოპოზიციისთვის…
ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, ხედავს, რომ ამ ხალხში წინააღმდეგობის ძალა არსებობს, ჯინი გარეთ არის და ამ ჯინის უკან შეყვანა უნდა, იმიტომ, რომ პოლიტიკოსებთან დალაგებული აქვს, მოგვარებული აქვს, ვერაფერზე თანხმდებიან, შინაარსი ვერ გაურკვევიათ, რა აქვთ, ეგო მართავს პროცესს და არა პოლიტიკური შინაარსი…
ხალხის გატეხვა უნდა, ხალხის გამარჯვებაა, ჰო, რაც შარშან მარტში მოხდა? რომ გამოვიდა ხალხი, წინააღმდეგობა გაწია, კანონი გააწვევინა და მერე სახლში შევიდა, პროტესტი ცვლილებების ენერგიად არ გარდაიქმნა… ეს გამარჯვებამოპოვებული ხალხი რომ არსებობს, ბიძინამ ხომ იცის, რომ ქუჩაში თუ ბევრი გარეთ გამოვა, მერე რაღაცები უკან მიმაქვს, ეს არ უნდა, მას უნდა, რომ ყველა თავის ნაჭუჭში ჩაიკეტოს, ყველამ დაკარგოს იმედი, რომ ქუჩაში გამოსვლით და საერთო მიზნის გარშემო ქუჩაში სრულიად განსხვავებული ხალხის ერთად დგომით რაღაცის მიღწევა შესაძლებელია, უნდა, გატეხოს ეს ხალხი, ეს არის მისი ამოცანა, ეს გათვალა და ჩათვალა, რომ საკმარისი სტრატეგიული ბუნდოვანება ჰქონდა, ამ კანდიდატის სტატუსით მათ შორის, რომ ამას შეძლებდა და დღესაც ამისი სჯერა…
ბიძინას ამოცანაა, ხალხი გატეხოს და პროტესტს აზრი დააკარგვინოს ხალხის თვალში, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს არაფრით არ დავუშვათ, არაფრით არ შეიძლება, რომ პოლიტიკოსებმა ხელი შევუშალოთ პროცესს რამენაირად, არ შეიძლება, ფრაგმენტაცია გამოვიწვიოთ ისეთი, რომ დემორალიზაცია მოხდეს აქციის, ანუ ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ ამ ხალხს ხელი არ შევუშალოთ, ჩვენ ყველამ ვმართოთ პროცესი და ჩვენს მხარდამჭერებს ველაპარაკოთ ისე, იმიტომ, რომ გამაერთიანებელი ლიდერი არ ჰყავს რეალურად ამ აქციებს და ზემოდან ქვემოთ რომ ეს შესაძლებელი იყოს, 13 წელია, ოპოზიციას ეს უნდა და რამენაირად დაინიშნავდა თავს ამ ხალხის ლიდერად, ვერ ინიშნავს.
ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ მოდი, აქციას ლიდერები დავუნიშნოთ, არის კომიკური, იმიტომ, რომ “ბაბლი” არ არის ის ხალხი, ძალიან დიდი რაოდენობაზეა ლაპარაკი.