ქვეცნობიერმა ათქმევინა ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის, ეს არის მათი გეგმა რომელიც უტოპიად დარჩება

ქვეცნობიერმა ათქმევინა ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის, ეს არის მათი გეგმა რომელიც უტოპიად დარჩება
წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის მათი [ოპოზიციის] მიზანი. ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ მიზანი ეს არის, მართალია ამ შემთხვევაში ის ადამიანი, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში.
მდინარაძის განმარტებით, არჩევნების დღეს, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ვერ დაისმება, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც ცნობილია, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, წინასაარჩევნო პროცესში შექმნან რევოლუციური მუხტი.
“ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით იციან, რომ პრობლემები ვერ შეიქმნება არჩევნების დღეს.
წინასაარჩევნო პერიოდში იქნებ აღქმა მაინც შექმნან იმისა, რომ ასეთი პრობლემები იქნება და წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი ასწიონ და წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ოღონდ ეს იყო წამოცდენა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიეხმარა წამყვანიც, რომ ეს არ წამოსცდენოდა, მას ამან არ უშველა, იმიტომ, რომ ქვეცნობიერი არის ძალიან ძლიერი რამ, რაც ხშირად გაიძულებს რომ რაღაც სიმართლე რაც შენს თავში ტრიალებს და რისთვისაც ემზადები, ეს გათქმევინოს. შესაბამისად, ქვეცნობიერმა ათქმევინა ბატონ თემურს ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, ოღონდ გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ძალიან გვახარებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის კეთილდღეობის, დემოკრატიის კუთხით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა