ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელნი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც – ირაკლი კობახიძე

ბატონმა ბიძინამ თავად განმარტა თავის სიტყვაში თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში და მისი გზავნილები ძალიან კარგად იცით – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, 2024 წელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს.
“ბატონმა ბიძინამ თავად განმარტა თავის სიტყვაში თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში და მისი გზავნილები ძალიან კარგად იცით.
2024 წელს ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის შემდგომი წინსვლა ამ წლის განმავლობაში. იქნება მნიშვნელოვანი წელი მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება ქვეყანას წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელნი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად