ქვეყანას აქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რასაც სჭირდება სრული კოორდინაცია, რისკების აბსოლუტური დაზღვევა და გონიერი გათვლები, რაშიც ბატონი ბიძინა მიიღებს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას –

“ქვეყანას აქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რასაც სჭირდება სრული კოორდინაცია, რისკების აბსოლუტური დაზღვევა და გონიერი გათვლები, რაშიც ბატონი ბიძინა მიიღებს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას, მისი რჩევები და მასთან კონსულტაციები ფასდაუდებელია ამ მიმართულებით,”- ეს განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ს პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს “ქართულ ოცნებას”.
“მინდა, პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება მივულოცო “ქართული ოცნების” ყველა წევრს, რომელთაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდათ, დარწმუნებული ვარ და ყველა მხარდამჭერს, მითუმეტეს, როდესაც ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ეს დასამალი არ არის და ყველა კარგად ხვდება, რამდენად დიდია მისი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გუნდისათვის ეს არის უდიდესი წინსვლა და უკარგესი ახალი ამბავი.
რაც შეეხება მიზეზებს – თავად ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, დაწყებული იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც ოპოზიციის, პრაქტიკულად, არარსებობას მოჰყვება ხოლმე ქვეყანაში და ამაზე მან გაამახვილა ყურადღება და გაგრძელებული იმ კონსოლიდაციის აუცილებლობით, რაც უნდა მოხდეს, როგორც გუნდის, ისე ხალხის, რადგან ქვეყანას აქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რასაც სჭირდება სრული კოორდინაცია, რისკების აბსოლუტური დაზღვევა და გონიერი გათვლები, რაშიც ბატონი ბიძინა მიიღებს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას, მისი რჩევები და მასთან კონსულტაციები ფასდაუდებელია ამ მიმართულებით. ეს დასამალი არავისთვის არ არის, ეს ჩვენ კი არა, ჩვენმა ოპონენტებმაც ჩვენზე კარგად იციან,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში