ქვემო აკეთის მოსახლეობამ ე.წ. კარიერების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის მოსახლეობამ მდინარე სუფსის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მდინარეზე ე.წ. კარიერის მუშაობას აპროტესტებენ და მის შეჩერებას მოითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, კომპანია ”ახალი ქარხნის” ტექნიკა მდინარეს ხელოვნურად და უკანონოდ, მათი საჭიროებისამებრ უცვლის კალაპოტს, მოიპოვებს დასაშვებზე ბევრა დმეტ ინერტულ მასალას და არღვევს ბუნების ბიომრავალფეროვნებას. ქვემო აკეთელები ამბობენ, რომ მდინარე სუფსის ამ ტერიტორიას ისინი საქონლის საძოვრებად გამოიყენებდნენ, რაც ახლა უკვე შეუძლებელია. ასევე, კარიერის მუშაობის შედგეად კალაპოტშეცვლილ მდინარეს მიაქვს მათი საყანე ფართობები.
”ჩვენ ვითხოვთ კომპანიამ დატოვოს ეს ადგილი, კომპანიას ვალდებულება აქვს წელიწადში ამოიღოს 21 კუბური მეტრი ინერტული მასალა, მაგრამ უკვე  ამოღებული აქვს 50 კუბური მეტრი, ორი წლის მარაგი.  ესაა ჩვენი საბალახო საქონლისთვის. იმხელა ჭებია გაკეთებული შეიძლება ადამიანი დაიხრჩოს შიგნით. ვითხოვთ, რომ შეწყდეს ამ ტერიტორიაზე კარიერების მუშაობა” – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები დღეს არ გამოჩენილან. კამერის წინ კომენტარისგან თავი შეიკავეს ადგილობრივ ხელისუფლებაშიც, თუმცა აღნიშნეს, რომ კომპანიას ინერტული მასალის მოსაპოვებლად ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიამ ლექსმანი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობასა და პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს – აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ