სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
პირველი წიგნი, ‘იდიოტი' იყო,
ხელში რომ ავიღე და მივხვდი,
რაღაც დიდი ჩამივარდა ხელში.
დოსტოევსკი დიდი მწერალია,
ჩემი ქება ნაკლებად სჭირდება.
იდიოტი იქცა N1 წიგნად,
მეთქი ეს რა არის, ამას რანაირად წერს.
მერე დოსტოევსკის ყველა დიდი რომანი რომ წავიკითხე,
‘ძმები კარამაზოვები' იქცა ყველაზე დიდ წიგნად.
უცნაური კი ისაა, მას შემდეგ ასობით წიგნი წავიკითხე, მაგრამ კარამაზოვებამდე მიახლოვება “ოსტატი და მარგარიტამ”
თუ შეძლო და “დანაშაული და სასჯელი” გაუთანაბრდა მხოლოდ.
ეგ იყო და ეგ.
არც “ძმები კარამაზოვების” ქებას დავიწყებ,
არ სჭირდება,
მხოლოდ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ,
გაოგნებამდე მისული რომ ვიყავი
და ისე მძაფრად დამამახსოვრდა,
რომ პერსონაჟები ჩემი ცხოვრების თანამგზავრებად იქცნენ.
და წლებია ასე მოვიყვებით
მართლმადიდებლობის გზებს:
მე, ბერი ზოსიმა და ალიოშა ♡
ალიოშა კარამაზოვი ჰო იყო რაღაც წარმოუდგენელი პერსონაჟი
და მე ბერი ზოსიმას თითოეულ სიტყვას ვისრუტავდი,
მის ყველა ქცევას ვიმახსოვრებდი.
ბერი ზოსიმა იყო ჩემთვის ნათელი გზა,
ქრისტიანულ სამყაროში,
ასე დავმეგობრდით ♡
არ ვიცი ვის წაგიკითხავთ,
ვინ წაკითხვას აპირებთ
ან ვინ არა,
მაგრამ ასეთ დროს,
განსაკუთრებით გირჩევთ.
რატომ იყო და არის ბერი ზოსიმა ნათელი გზა, ქრისტიანულ სამყაროში და ამიტომ:
ზუსტად აღარ მახსოვს როგორ იყო,
მაგრამ ასე ამბობს, რომ სულიერი მოძღვარი,
თუ თავის სამწყსოზე დიდ ფუფუნებაში ცხოვრობს,
ის წყდება რეალობას და ვეღარ იგებს მისი ხალხი როგორ ცხოვრობს, ამიტომაც ვეღარ იზრუნებს მათზე სათანადოდო
ღარიბულ საცხოვრებელს, მხოლოდ იმიტომ,
რომ ხალხის სიღარიბეს ისევე გრძნობდეს,
როგორც მისი სამწყმსო,
რომ სანამ ერთი ადამიანი მაინც, მის სამწყმსოში, გაჭირვებული იქნება,
ის უნდა გრძნობდეს იმავე გაჭირვებას,
რასაც ის გაჭირვებული ადამიანი
არამედ ცხოვრების წესით უნდა წარმოაჩინოო, ერთგან ამბობს..
ახლა წარმოიდგინეთ მე რას გადმოვცემ
და დოსტოევსკი როგორ წერს,
როგორ სულის კუნჭულებს წვდება,
როგორ აშიშვლებს ადამიანის ბუნებას
და სამზეოზე გამოაქვს.
ბევრი კითხვები რომ მქონდა საპატრიარქოსთან დაკავშირებით,
ზოსიმა ბერი იყო და არის ათვლის წერტილიც და დასასრულიც.
როგორი უნდა იყოს ბერი, მოძღვარი, სულიერი ლიდერი, რომელიც საკუთარ სამწყმსოზე ზრუნავს.
იცით,
ჩვენი ტაძრები, ისტორიულად იყო მოკრძალებული, ულამაზესი, ფული და ქონება, არასოდეს იგრძნობოდა,
ღარიბული უფრო იყო,
ვიდრე მცირედით მდიდრულიც კი.
ჩვენი პატრიარქები ზრუნავდნენ განათლებაზე, მღვდლები იყვნენ პირველი წერა-კითხვის გამავრცელებლები,
ფული, ქონება და დიდება, არასოდეს ყოფილა მათი თვითმიზანი.
წითელ ხალიჩაზეც არასოდეს უვლიათ და
ხალხთან დაცვითაც არასოდეს მისულან.
იცით, ასე მგონია,
ქართული ოცნება აქცევს ამ ხალხს,
საკუთარ მარწუხებში,
უწყობს მსგავს ამბებს,
როგორიცაა წითელი ხალიჩები,
ტაძრის ეზოში ჯიპებით შესვლები.
მონელებული არ მქონდა,
სვეტიცხოვლის ეზოში შავი ჯიპებით სიარული,
რომ სიონში, მეუფე შიო, ტაძრის კართან,
შავი ჯიპით მიიყვანეს და
წითელი ხალიჩით შეიყვანეს ტაძარში.
განა რა,
უხდება კი ჩვენს რელიგიას ასეთი ფუფუნების ამბები?!
მორიდებით მგონია, რომ არა…
ნუთუ რამე დაშავდებოდა,
10 ნაბიჯით მეტი რომ გადაედგა,
ეზოსთან გაეჩერებინათ ავტომობილი
და ეზო ფეხით გაევლო?
ნუთუ რამე მოხდებოდა,
10-ჯერ მეტ ხალხს რომ შეხვედროდა გზად?
ნუთუ ილია II-ს სიონში, ჯიპით მისვლები
და კართან ჩამოსვლები გახსენდებათ,
მანამ სანამ გადაადგილება კარგად შეეძლო?!
არა, ვერასოდეს გაიხსენებთ..
აბა რატომ სჭირდებათ
ფუფუნებაზე ხაზგასმა,
როცა მართლმადიდებლობა და ჩვენი ისტორია გვასწავლის,
რომ ჩვენი პატრიარქები მოკრძალებით ცხოვრობდნენ
და არა ფუფუნებაში?!
არა, არ უხდება ჩვენს რელიგიას
ფუფუნების საგნები,
წითელი ხალიჩები,
უახლესი მოდელის შავი ჯიპები
და განა რა,
განა არ შეიძლება
უძვირფასესი ავტომობილებით არ იარონ,
მაშინ როცა ბავშვები ნაგვის ურნაში
საკვებს ეძებენ?
სანამ პენსია 370 ლარია,
დევნილებს 40 ლარს აძლევენ,
სანამ ქვეყანას უჭირს,
განა არ შეიძლება
ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს,
რომელსაც ბერი ზოსიმას
მართლმადიდებლობა ექნება?!
განა ძნელია?!
გამოხტება ახლა ვინმე და იტყვის,
ნუ განიკითხავო,
სახელმწიფო უნიშნავს დაცვასო,
აძლევს ავტომობილებსო.
ჰოდა ამაშია საქმე,
ამას გეუბნებით,
რომ მგონია ქ.ოცნება სპეციალურად ცდილობს
ფუფუნება დაგვანახოს და მისცეს საპატრიარქოსაც.
მათ ფონზე, საკუთარი მილიონები და მდიდრული ცხოვრება,
თვალში რომ აღარ მოგვეჩხიროს,
მაგრამ
მაინც,
არ უხდება ჩვენს რელიგიას
ის, რაც დღეს ვიხილეთ,
თავმდაბლობაა ის, რაც იესო ქრისტემ გვასწავლა,
თავმდაბლობა და სამწმყსოსთან ერთად ყოფნა,
ხოლო თუ სამწმსოს უჭირს…
მათე: (19,24) ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში”.
აქაც ვგრძნობ რუსეთის იმპერიის ბრჭყალებს,
სული გამოაცალოს ქართულ მართმადიდებლურ ავტოკეფალიას
და რუსულ პოლიტიკურ მიზნებს
დაქვემდებარებულ ორგანიზაციად აქციოს..
ნეტა ვცდებოდე…




