„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის უწოდა „დიფ სთეითის მიერ მართული პროპაგანდისტული იარაღი“

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის უწოდა „დიფ სთეითის მიერ მართული პროპაგანდისტული იარაღი“.
„ოცნება“ გამოეხმაურა BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მედიას არავითარი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, ხოლო რესპონდენტები ბრალდებული პირები არიან.
„ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ „BBC ასრულებს ბინძურ დაკვეთებს, ავრცელებს სიცრუეს“, რომ ჟურნალისტური გამოძიების მიზანია, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას“ და დასძენს, რომ მედიას საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო