კითხვის დრო: 2 წთ.საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ქვეყნის სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ,,ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს. 2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმის წარდგენა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოხდება.ისტორიის ფურცლები:ჯილდოზე წარსადგენი ფილმის შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსი გამოაცხადა, რომელზეც საკონკურსო განაცხადებს 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს 17:00 საათამდე მიიღებს.
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, მათ შორის: ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 40 წუთს; უნდა იყოს წარმოებული საქართველოში; ფილმის დიალოგების 50% უნდა იყოს არა ინგლისურ ენაზე; ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები; შემოქმედებითი ჯგუფის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები; ქვეყნის მიერ ნომინაციაზე წარსადგენი ფილმის დასრულების თარიღები უნდა მოიცავდეს 2025 წლის 1 ოქტომბერს და 2026 წლის 30 სექტემბრის შუალედს. განაცხადები უნდა გაიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე [email protected]. წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე იხ. https://shorturl.at/PD9BH.
წარსადგენ კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. შედეგები 2026 წლის 14 სექტემბრამდე გახდება ცნობილი.Artinfo.ge