ქართული თეთრისგან შექმნილი კოსტიუმები

კითხვის დრო: 1 წთ.ეროვნული ვალუტის – ქართული თეთრისგან შექმნილი კოსტიუმები კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერმა გალიბ გასანოვმა წარადგინა. გალიბი და მისი ბრენდი INSTITUTION ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსის Zalando Visionary Award 2026 წლის გამარჯვებულია. მან ჯილდოდ 50.000 ევრო მიიღო და კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე ჩვენების გასამართად საჭირო დაფინანსებაც მოიპოვა.გალიბი ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალარში დაიბადა. ის ამჟამად მილანშია, სადაც უახლეს კოლექციებს ქმნის. დიზაინერი საკუთარ კოლექციებში ქართული და აზერბაიჯანული კულტურის ელემენტებს ხშირად აერთიანებს და ორიგინალურადაც იყენებს.Artinfo.ge