ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2025

ბოიკოტი, აკრძალვები და ქუჩის “ალი” – ქართული პოლიტიკის ძალთა ბალანსი: “ლოგიკური წერტილი” ახლოვდება
ევროპული საბჭოს დეკემბრის სამიტი და საქართველო – რას ნიშნავს გერმანიის ელჩის ნათქვამი – “საქართველოს ფაილი დახურულია”
როგორ უნდა აღკვეთოს ევროპამ დრონების ტერორი – “უნდა შექმნას მინი-საჰაერო სისტემა ბალტიისპირეთის საზღვრებთან”
* * *
ბოიკოტი, აკრძალვები და ქუჩის “ალი” – ქართული პოლიტიკის ძალთა ბალანსი: “ლოგიკური წერტილი” ახლოვდება
“ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, ხოლო მმართველი გუნდი დაპირებულ ინიციატივის – “ნაცმოძრაობასთან” ერთად კიდევ ოთხი პარტიის აკრძალვის ერთგული რჩება. რუსთაველის გამზირზე მცირე მასშტაბის პროტესტი გრძელდება, პოლიტიკურ სპექტრში კი “ძალთა ბალანსის” თემა კვლავ აქტუალურად დგას. რას ამბობენ ქართველი ექსპერტები მიმდინარე პროცესებზე და როგორ “პოლიტიკურ ამინდს” უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაშია და აღნიშნავს, რომ ახლოვდება “ლოგიკური წერტილი”, რომელიც არსებულ ქაოსს დაასრულებს. მისივე თქმით, სამი წელი რჩება იქამდე, სანამ ახალი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ველს შეავსებენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ რთულ მდგომარეობაშია, როგორც “ოცნება”, ასევე ოპოზიციაც და პესიმისტურ და ოპტიმისტურ სცენარზე საუბრობს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბოიკოტი, აკრძალვები და ქუჩის “ალი” – ქართული პოლიტიკის ძალთა ბალანსი: “ლოგიკური წერტილი” ახლოვდება.
“ჩემი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ რამდენიმე პარტიას ელოდება სამართლიანი აკრძალვა და 28 ნოემბრის აქცია იქნება, თუ 21 დეკემბრის-სააკაშვილის დაბადების დღის, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ეს აქციები ისევე უღიმღამოდ ჩაივლის, როგორც მანამდე ჩატარებული მასობრივი აქციები, რადგან თავად ოპოზიციის მხარდამჭერები დაიღალნენ ამ უაზრო დაპირებებით, ულტიმატუმებით ხელისუფლებისადმი, რომელიც არასდროს სრულდება, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციაში განხეთქილებაა. მაგალითად, გახარიას პარტია პარლამენტშია, სვამს შეკითხვებს ხელისუფლების მიმართ, რაც კარგია, ზოგიერთი პარლამენტს გარეთ არიან, ზოგიერთი საკრებულოში შევიდა, მათ შორის ლელოს წარმომადგენლები, ამასაც ჰქვია სრული არათანმიმდევრულობა. თუ ოპოზიციის აზრით 2024-ის არჩევნებში იყო ე.წ რუსული , 2025-ში შიეცვალა რამე ამ მიმართულებით? ნუ ავიწყდებათ, რომ ელექტორატი ბრძენია, იცის მტყუან-მართალის გარჩევა, ნებისმიერი კონტენტ-ანალიზის გარეშეც კი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“არ ველოდები, რომ რაღაც რადიკალური ცვლილბები მოხდება პოლიტიკურ ველზე, პირიქით, ვხედავთ, რომ მელია-სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქით ცალკე, ჩერგოლეიშვილის “ფედერალისტები” უპირისპირდება “ნაცმოძრაობას”, ანუ სრული , პოლიტიკური ე.წ აჯაფსანდალია. რეალური პრობლემა ისაა, რომ მმართველ გუნდს არ ჰყავს რეალური წონადი კონკურენტი, რომელიც მას ძალიან მწვავედ გააკრიტიკებს, თუნდაც სოციალურ პოლიტიკაზე ან სხვა მიმართულებით. ნახევრი პროცენტიც კი არ გამოდის ქუჩაში, ხედავს რა ამ აბდაუბდა პოლიტიკურ აქტივობებს, ამ ყველაფერს ბუნებრივია გამოიყენებს მმართველი პარტია. ლოგიკური წერტილიც ახლოვდება, როცა რადიკალები აიკრძალებიან და სამი წელი რჩება იქამდე, სანამ ოპოზიციურ ველზე გამოჩნდებიან ნორმალური მემარჯვენე თუ მემარცხენე პარტიები. ასაკრძალი პარტიები უცებ არ აიკრძალებიან, ცხადია, საკონსტიტუციო სასმართლო ასე სწრაფად არ მუშაობს, მანამდე გაგრძელდება ეს მასობრივი პროტესტები, ოღონდ რას აპროტესტებენ, აქაც აბსოლუტური დისონასნი აქვთ”, – დაასკვნის აბაშიძე.
“ორივე მხარე რთულ მდგომარეობაშია და საერთო ჯამში, მგონია, რომ ქვეყანაზე აისახება აღნიშნული. ოპოზიცია რთულ მდგომარობაშია, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის ლიდერები უკანონოდ არიან ციხეში და, გარკვეულწილად, ოპოზიციას ეს ასუსტებს. შესაძლოა, ოპოზიციის შიგნით რაღაც უთანხმობაც არსებობს, უნდა გაიმართოს ოპოზიციაში მეტი მოლაპარაკება, რომ რაღაც კოორდინირებული მოქმედება არსებობდეს. მისასალმებელია, რომ “თავისუფლების მოედანი” დაფუძნდა, როგორც ახალი პოლიტიკური სუბიექტი, ეს კარგია. ოპოზიციის სასარგებლოდ ერთი რა შეიძლება ითქვას, რომ მე მგონი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ “ოცნების” მმართველობა პრობლემას უქმნის საქართველოს. რაც შეეხება “ოცნებას”, მისი რეიტინგი დაცემულია, მუნიციპალურ არჩევნებში მარტო 40 % გამოცხადდა ამომრჩეველთა, ისიც ყველამ არ მისცა ხმა მას, განსაკუთრებით, ეს თბილისს ეხება. გარდა ამისა, „ოცნება” უფრო ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. მით უმეტეს, შიდა კლანურ დაპირისპირებსაც აქვს ადგილი … “ოცნება” ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, დასუსტებულია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“პესიმისტური სცენარი იქნება – “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება შეინარჩუნოს ძალაუფლება გარკვეული დროის განმავლობაში, სანქციების მიუხედავად, ივანიშვილს აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ გარკვეულწილად, თუნდაც დეზინფორმაციის კამპანია აწარმოოს, პლუს, ძალოვან სტრუქტურებს დაეყრდნოს. იმ პერიოდში, როცა ევროკავშირის შიგნით არ არსებობს კონსესუსი, რომ დაუწესდეს სანქციები “ოცნების” მაღალჩინოსნებს… უფრო ოპტიმისტური სცენარი იქნება – შეიძლება აკრძალონ იქ 3 ოპოზიციური პარტია, მაგრამ, რეალურად, ეს პარტიები დე ფაქტოდ მაინც გააგრძელებენ საქმიანობას, თუ სანქციები დაუწესდება “ოცნებას” და თუ დასუსტდება, ოპოზიცია იმუშავებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, პლუს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლამ შეიძლება “ოცნება”აიძულოს, რომ პოლიტიკური პარტიები არ გააუქმოს და დათანხმდეს არჩევნებს, სხვა პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდეს და “ოცნების” მმართველობა დასუსტდეს და ხელისუფლება შეიცვალოს. მაგრამ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. მოკლევადიან პერსპექტივაში “ოცნება” შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებს გვინდა-არგვინდა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გაუჭირდება”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
ევროპული საბჭოს დეკემბრის სამიტი და საქართველო – რას ნიშნავს გერმანიის ელჩის ნათქვამი – “საქართველოს ფაილი დახურულია”
“17-18 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გაფართოებაა. მსჯელობა იქნება კანდიდატ ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისგან ცნობილი ხდება, რომ გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს და ბერლინისთვის საქართველოს “ფაილი დახურულია”. საკითხზე, რას ნიშნავს, საქართველოს ფაილი დახურულია და რა შეიძლება გადაწყვიტონ დეკემბრის სამიტზე ევროპული საბჭოს ლიდერებმა, ანალიტიკოსები საქართველოს ნაწილში დადებით დასკვნას არ ელიან. ნაწილის შეფასებით, ერთის მხრივ ევროკავშირი მკვეთრი ზომების მიღებაზე თავს იკავებს და ახალი შეიძლება არც არაფერი ითქვას. ნაწილი კი ამბობს, რომ არაფერი გამორიცხული არაა, რომ კანდიდატის სტატუსის გაუქმებაზეც დადგეს საქმე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპული საბჭოს დეკემბრის სამიტი და საქართველო – რას ნიშნავს გერმანიის ელჩის ნათქვამი – “საქართველოს ფაილი დახურულია”.
“ამის პარალელურად, მმართველ პარტიასა და გერმანიის ელჩს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება, “ოცნებაში” ამბობენ, რომ ფიშერი “ვენის კონვენციას ყოველ დღე არღვევს” და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. თავად ფიშერი აცხადებს, რომ კონვენცია არ დაურღვევია და არც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარეულა. “ჩვენთვის საქართველოს ფაილი დახურულია არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო, ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც არავინ ევროკავშირში, დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ, ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო”, – აცხადებს ელჩი პიტერ ფიშერი “რადიო თავისუფლებასთან”. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ფაილი ისედაც დახურული იყო და ოკუპირებული ტერიტორიებით ბლოკში ისედაც არავინ შეგვიშვებდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს განცხადება დასტურია იმისა, რაც დიდი ხანია უკვე გრძელდება. ამას ცოცხალი თავით არ ამბობდნენ, რადგან ეს მათთვის კატასტროფა იქნებოდა არა მარტო გერმანიისთვის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებისთვის და დიპლომატებისთვის. კერძოდ ის, რომ 2008 წლის შემდეგ სააკაშვილის სისხლიანი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო და იქ ბაზები დააყენა, საქართველოს სრულყოფილ წევრად მიღებაზე, არც ნატო-ში და არც ევროკავშირში საერთოდ საკითხი აღარ დგას, ეს მაშინვე გამოირიცხა. კერძო საუბრებში ამას ბევრჯერ გვეუბნებოდნენ, რომ თავისთავად ცხადია, რომ ეს სულ ასე იქნებაო, სტატუსები რამდენიც გინდა, მაგრამ მერე როცა აღმოჩნდა, რომ საქართველომ საშინაო დავალებების შესრულებაში ყველა კანდიდატ ქვეყანას გაუსწრო, პირველ ადგილზე გავიდა და არავითარი რესურსი არ იყო ეთქვათ, რომ აი, ამის გამო და იმის გამოო, აი, მერე უკვე გადავიდნენ, რაზეც გადავიდნენ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა, გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, რომ მოლდოვას და ს ბევრად ჩამორჩებაო. ამ დროს, ყველა რეიტინგში, რომელსაც ევროპული და საერთაშორისო სტრუქტურები აქვეყნებენ, საქართველო ბევრად წინ უსწრებს იგივე ამ კანდიდატებს და ამას არ უყურებენ. როცა ჰერჩისნკის ჰკითხეს, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეიტინგებით მანიპულირებსო, რას ქვია მანიპიულირებს? თქვენს ინსტიტუტებში იბეჭდება ეს, მაგრამ თეთრზე შავს ამბობენ… რაღაცა ძალიან მკვეთრი ზომების მიღებაზე სულ ფეხს ითრევენ, სკანდალი იქნება, რადგან ხომ უნდა დადო დოკუმენტი, რომ ამის და ამის გამო ჩამოვართვით სტატუსიო. ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ შეიძლება კანდიდატის სტატუსის გაუქმებაზე დადგეს საქმე, ან რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, რომ განხილულ იქნას უვიზო რეჟიმის მოხსნა ან უბრალოდ გამოაცხადებენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისეთი კანონები მიიღო და იმდენად შეზღუდა დემოკრატია და იმდენი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომ საქართველოს რეალურად არც განვიხილავთ ამ გზაზე მდგარსო”, – დაასკვნის მამრაძე.
“ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი თვლის, რომ ეს განცხადება ნიშნავს, რომ გერმანია საქართველოს გვერდში აღარ დაუდგება და არც გაფართოების მომხრე აღარ იქნება. “ეს ნიშნავს, რომ გერმანია არანაირ სახსრებს აღარ დახარჯავს, არანაირ არც პოლიტიკურ და არც სხვა სახის ძალისხმევას არ მიმართავს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოემზადოს. ამ ეტაპზე ის საქართველოს ევროკავშირში წინსვლას ხელს არანაირად არ შეუწყობს”, – ამბობს გოგოლაშვილი. მისი განმარტებით, “ძალიან ბევრი პროექტია, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობდნენ, ამას აფინანსებდნენ და ა.შ. მთლიანად აღარც არანაირ სახელმწიფოებრივ პროექტებსაც აღარ დააფინანსებს გერმანია საქართველოში. გინდა გარემოს დაცვა იყოს, გინდა გზებისა და სკოლების მშენებლობა და ა.შ.” – დასძენს გამოცემა.
“დეკემბრისთვის ზუსტად არ ვიცი რას ამზადებენ, მაგრამ არ მგონია რაღაც ახალი თქვან, უბრალოდ გაიმეორებენ იმას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის მზად არაა და ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსი შეჩერებული და გაყინულია. არა მარტო გერმანიის, არამედ ევროკავშირის ფონდებოდანაც არ მოხდება ამ მიმართულებით არანაირი პროექტების დაფინანსება, არც პოლიტიკური და არც სხვა საუბრები საქართველოს ხელისუფლებასთან. მარტო იმ საკითხებზე ილაპარაკებენ, რომლებიც ევროკავშირისთვის აუცილებელია, მისი უსაფრთხოებისთვის, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესებისთვის – რეგიონალური სახის პროექტებზე, რომლებშიც საქართველო უბრალოდ ბუნებრივადაა ჩართული, რადგან სხვა გზა არაა. დანარჩენი რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, ევროპეიზაციას და ა.შ. ამაში უბრალოდ ევროკავშირი მონაწილეობას აღარ მიიღებს”, – ამტკიცებს კახა გოგოლაშვილი.
როგორ უნდა აღკვეთოს ევროპამ დრონების ტერორი – “უნდა შექმნას მინი-საჰაერო სისტემა ბალტიისპირეთის საზღვრებთან”
“რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ, 25 ნოემბერს დღის დასაწყისში შეიჭრა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოშტეანუმ განაცხადა. მოშტეანუს თქმით, რუსული დრონი ვასლუის ოლქში აღმოაჩინეს (მოლდოვის საზღვართან) და სავარაუდოდ, იგივე დრონია, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში 25 ნოემბერს დილით შეიჭრა და რადარების მიერ იქნა შემჩნეული. ამავე ინფორმაციით, დრონს საბრძოლო ნაწილი არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩამოგდების ნებართვა ჰქონდათ, შესაძლო ზიანის ასარიდებლად რუმინელმა და გერმანელმა პილოტებმა, მას არ ესროლეს…” – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ უნდა აღკვეთოს ევროპამ დრონების ტერორი – “უნდა შექმნას მინი-საჰაერო სისტემა ბალტიისპირეთის საზღვრებთან”
“რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რუსული დრონის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ავიაბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ამერიკელ სამხედროებთან ერთად მადლიერების დღე უნდა აღენიშნა. “ეს ზეიმის დღე უნდა ყოფილიყო. ზეიმის დღე არ არის. რუსული დრონის მორიგი შემოჭრა, რუმინეთისთვის ს მხრიდან ახალი გამოწვევაა. დრონის, რომლის ჩამოგდებასაც რუმინული არმია და გერმანული საბრძოლო თვითმფრინავი “ეუროფაიტერი~ ცდილობდნენ”, – განაცხადა მოშტეანუმ. მინისტრის თქმით, მან სულ ცოტა ხნის წინ გაიგო რუსული დრონის შესახებ და მხოლოდ წინასწარი ინფორმაცია გააჩნია, რომ დრონი ვალსუის ოლქში ჩამოვარდა და მას საბრძოლო ნაწილი არ გააჩნდა. მოშტეანუმ აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის ის ვადაზე ადრე ბრუნდება ბუქარესტში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საჭიროა რაკეტსაწინააღმდეგო სიატემის შექმნა. “ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. მე თვითონ დავაფიქსირე რუსული დრონები პოლონეთის საზღვარზე. აუცილებელია ევროპამ შეიმუშაოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომ დააფიქსირონ. ასეთი ამერიკას ჰქონდა, ე.წ. ოქროს ცა. სხვა გამოსავალი არ არის. ალბათ ევროკავშირმა უნდა შექმნას მინი-საჰაერო სისტემა. ამ სიტუაციაში ნატოს ჩართულობა აუცილებელია, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე სერიოზულ სახეს იღებს. ზომების მიღება საჭიროა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან” , – განაცხადა ვახტანგ მაისაია. რომლის თქმით, “ეს არის გამოსავალი და სხვა გზას ის ვერ ხედავს”, – დასძენს გამოცემა.