ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2024

შეძლებს თუ არა პარლამენტი მუშაობის დაწყებას 25 ნოემბერს – საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტირა
რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ აქციების დროებით დაშლა და რა შეიძლება იყოს მათი ახალი გეგმა
რა განსაკუთრებული საფრთხე ელის კიევს და რატომ გააქტიურა ვაშინგტონმა უკრაინის დახმარება
* * *
შეძლებს თუ არა პარლამენტი მუშაობის დაწყებას 25 ნოემბერს – საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტირა
“საკონსტიტიციო სასამართლომ ს შედეგების გაუქმებაზე პრეზიდენტ ს სარჩელი დაარეგისტრირა – კონსტიტუციონალისტების თქმით, ახლა სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც უნდა დაადგინოს მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად. თუ სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი, მაშინ სასამართლოს განხილვისთვის 30 დღიანი ვადა აქვს. სპეციალისტების თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო 25 ნოემბრამდე, მაშინ პარლამენტის დაანონსებულ დღეს 25 ნოემბერს შეიკრიბება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს იურისტთა ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში. პრეზიდენტი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას დავობს. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე იმ პროცედურაზე ყვება, რაც პარლამენტის რეგლამენტის თანახმადაა გაწერილი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს თუ არა პარლამენტი მუშაობის დაწყებას 25 ნოემბერს – საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტირა.
“პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე, ჯერ უნდა აირჩიონ დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, შემდეგ სამანდატო კომისიას უნდა გადაეცეს -ს მიერ შემუშავებული დოკუმენტები, პირველ რიგში შემაჯამებელი ოქმი. სამანდატო კომისიამ ეს დოკუმენტები უნდა შეისწავლოს და პარლამენტს წარუდგინოს, პარლამენტის წევრად არჩეულ იმ პირთა სია, რომელთა უფლებამოსილებასაც უნდა ეყაროს კენჭი. თუმცაღა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგანაც შემაჯამებელი ოქმი – ანუ მთლიანად არჩევნების კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, აქ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტის რეგლამენტის ნორმა, რომელიც ამბობს – იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოში, ან საერთო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, კონკრეტული პირის, ან პირთა არჩევნების კანონიერების თაობაზე, შესაბამისი პირები სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს პარლამენტის იმ წევრთა სიაში, რომელიც პარლამენტს წარედგინება უფლებამოსილების ცნობისთვის, ხოლო პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს ასეთ პირთა უფლებამოსილების ცნობას, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება, რომლითაც დადგინდება, რომ ამ პირთა არჩევა იყო კანონიერი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“რადგან პრეზიდენტმა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი მთლიანად გაასაჩივრა და ამ ოქმის ერთი ნაწილია სწორედ იმ პირთა სახელები და გვარები, ვისი არჩევაც ცესკო-მ დაადგინა, 150-ივე პირი არ შეიძლება შეყვანილ იქნან პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში. სამანდატო კომისიამ თავის დასკვნაში, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, უნდა დაწეროს, რომ ამ 150 წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ საკონსტიტიუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მანამდე პარლამენტის სხდომა ვერ გაგრძელდება და ამით უნდა დაამთავროს პარლამენტმა თავისი პირველი სხდომა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს”, – თვლის ხმალაძე და შეკითხვაზე – “შეიძლება თუ არა დაჩქარებული წესით საკონსტიტუციო სასამართლომ რაიმე სახის გადაწყვეტილება მოასწროს 25 ნოემბრამდე?” – პასუხობს:
“საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში განმწესრიგებელი სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც უნდა დაადგინოს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. შეუძლია თქვას, რომ სარჩელი არსებითად განხილვისთვის მიღებულია, ან სარჩელი არ აკმაყოფილებს რიგ პირობებს და უნდა ჩამოთვალოს რა პირობებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ოღონდ ეს უნდა დაასაბუთოს. თუ სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო, მაშინ პარლამენტს შეეძლება უკვე ჩვეულებრივად გააგრძელოს სხდომა და ცნოს უფლებამოსილება. თუ სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი, მაშინ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განხილვას უნდა დაელოდოს”.
“ამ განხილვისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს და ეს ვადა აითვლება სარჩელის დარეგისტრირების მეორე დღიდან, ანუ 21 ნოემბრიდან და შემდგომ 30 დღის განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს შეიძლება იყოს მიღებული მეათე, მეთორმეტე, ან მეოცე დღეს, ეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოაზეა დამოკიდებული”, – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ მისი პროგნოზით, სარჩელი, 25 ნოემბერს დაანონსებული პირველი სხდომის გამართვას ხელს ვერ შეუშლის. “მე იურისტი არ ვარ, მაგრამ უფრო მიმაჩნია, რომ მისი განხილვა არ შედგება… არ მგონია ამ სარჩელმა პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუშალოს. კიდევაც რომ იყოს განხილული, მაინც არჩევნები შემდგარია, ჩატარებულია და პარლამენტი მუშაობას ერთი კვირის დაგვიანებით შეუდგება, თუ ერთი კვირით ადრე, ეს დიდი ამბავი არ იქნება”, – ამბობს გვენეტაძე. რაც შეეხება საიას განცხადებას, განმარტავს წესს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ გაიმართება პირველი სხდომა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც საია წერს, “ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას”, – განაგრძობს გამოცემა.
“შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში”, – მიიჩნევს საია. ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს “აბსურდულს” უწოდებს და აცხადებს, რომ სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, ყოვლად უსაფუძვლოა”, – დასძენს გამოცემა.
“სისულელეა დაშვება იმისა, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამართოს, რადგან “ასეთი დაშვებით პარლამენტი არასდროს უნდა შეიკრიბოს, ვიდრე ხელისუფლებაში აკრობატ ელისაშვილს არ აირჩევენ. იმდენად თვალსაჩინოა თვალთმაქცობა და თაღლითობა, რომელიც ვითომ და, ხმების ფარულობის დარღვევას უკავშირდება, ვფიქრობ, რომ აქ სხვა გეგმაც არის ჩადებული – ეს არის გეგმა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულონ! მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ არსებობს ფენომენალური ნიჭის მქონე ასობით ათასი ადამიანი, ვინ დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან” და შეუძლია, როცა ბიულეტენის უკანა მხრიდან წამიერად წერტილი გამოჩნდება, მიხვდეს, ეს წერტილი რომელი პარტიის გასწვრივ არის დასმული. ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის იქეთ ვერაფერი მოიპოვეს”, – თვლის ვოლსკი, რომლის თქმით, “ფაქტია ისიც, რომ გამოუშვეს ქუდები, დროშები და მელნის ლაქები ბრენდად გაიხადეს. ისინი ამ შავი ლაქით შევლენ ისტორიაში”, – წერს სტატიის ავტორი.
რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ აქციების დროებით დაშლა და რა შეიძლება იყოს მათი ახალი გეგმა
“რატომ მიიღო ოპოზიციამ ქუჩის აქციების დაშლის გადაწყვეტილება, რამაც მათ მხარდამჭერებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია? როგორც ცნობილი გახდა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ. ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს 20 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ: “რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით”. ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას ხელს არ უშლის, რაც უკვე “შინაარსსაა მოკლებული” და არაფერს შეცვლის. ამიტომ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს აქცია დაიშალოს, მონაწილეებმა დაისვენონ და დღის განმავლობაში შეიმუშაონ ახალი გეგმა, სავარაუდოდ, ხვალისთვის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ აქციების დროებით დაშლა და რა შეიძლება იყოს მათი ახალი გეგმა.
“პროტესტი რჩება ერთადერთ გზად და ქუჩა რჩება ერთადერთ მედიუმად, სადაც შესაძლებელია ხალხი დაელაპარაკოს ოლიგარქს” – ამის შესახებ კი “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა. პატარაიას თქმით, თუ პროტესტი შეწყდება, მძიმე რეპრესიები დაიწყება ყველა კრიტიკულად განწყობილი მოსაზრების და ადამიანის წინააღმდეგ. “,ვინაიდან არჩევნები წაგვართვეს და ცდილობენ ამის დაკანონებას, პროტესტი რჩება არა ერთ, არამედ ერთადერთ გზად და ქუჩა რჩება ერთადერთ მედიუმად, სადაც შესაძლებელია ხალხი დაელაპარაკოს ოლიგარქს. თუ ახლა არ მოქმედებს მაგალითად რუსული კანონი, ცენზურის კანონი, თუ ახლა არავის არ ხურავენ და არ იჭერენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არის პროტესტი. თუ პროტესტი შეწყდება დაიწყება ძალიან მძიმე რეპრესიები ყველა კრიტიკულად განწყობილი მოსაზრების და ადამიანის წინააღმდეგ”, – ამბობს ბაია პატარაია. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას გეგმების დაკონკრეტება ისევ უჭირს და საკუთარ მხარდამჭერებს ახალს ისევ ვერაფერს ეუბნება. ოპოზიციას არავითარი გეგმა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ უცხოეთიდან ვიღაცამ რაღაც მუქარა განახორციელოს ჩვენს ქვეყანაზე. სხვა მათი გეგმა და იდეა ნულია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“უფრო მეტიც, “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცოტა ხანს კიდევ “იჭიჭყინებს” ქუჩაში და საგაზაფხულო სესიის დროს, მათი უმეტესობა პარლამენტში შევა. მისივე თქმით, ოპოზიცია 2020 წლის სცენარის განმეორებას ცდილობს. “მსგავსი სცენარი ჩვენ უკვე ვნახეთ 2020 წელს და ახლაც ისინი მსგავსი სცენარის განვითარებას ცდილობენ. ტელეკამერების წინ კეკლუცობენ, რომ განცხადებებს დაწერენ და არ შევლენ, მაგრამ, ახლა დაწერილი ნებისმიერ განცხადება ფარატინა ქაღალდია”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციას რეალურად ხალხი არ ჰყოფნის და ბუნებრივია, დაღლილმა ადამიანებმა, რომლებიც ქუჩაში ამ ხნის განმავლობაში იყვნენ, უნდა დაისვენონ. მამრაძის თქმით, ის ცხოვრობს ჭავჭავაძეზე და საკუთარი თვალით ადევნებდა ამ მოვლენებს თვალს. შესაბამისად, ოპოზიცია ჩიხშია და არ იცის რა გააკეთოს”, – დასძენს გამოცემა.
“სასაცილოდ ცოტა ადამიანები იყვნენ ადგილზე და მერე კიდევ უფრო სასაცილოა, როცა მათი მედიები იტყუებიან, თითქოს იქ ძალიან ბევრი ხალხია და გზის გადაკეტვის უფლება აქვთ. ოპოზიციის მოქმედების ტაქტიკა ნაწილობრივ მოქმედებს. ისინი ცდილობენ დასავლეთის თვალში იმის ჩვენებას, თითქოს დედაქალაქში საპროტესტო მუხტი არ წყდება. ამიტომ ადგილზე იმაზე მეტი კარვები მიიტანეს, ვიდრე ადგილზე ხალხი იმყოფებოდა. თანაც ყველა საერთაშორისო კანონის მიხედვით, ეს დარღვევაა. როცა აქციაზე ბევრი ხალხი არ არის, ბუნებრივად არ ხდება ქუჩის დაკავება, როგორც ადრე გვინახია, თუნდაც, ივანიშვილის 2012 წლის წინასაარჩევნო აქციის დროს მოხდა. იმდენი ხალხი იყო გამოსული, რომ რუსთაველის მეტროდან ვერ გატოკდებოდი თავისუფლებამდე. დასავლეთის გამოძახილი ნახეთ ახლა, როთი როგორ ყვიროდა, რომ შეხედეთ ამ ბრწყინვალე ქართველებს, როგორ იბრძვიანო. დღეს მთელი ევროპა მათ გვედით უნდა იყოსო. ეს მათი შედეგია უკვე და ამით ოპოზიცია რაღაცის ჩვენებას დასავლეთში საკუთარი ლობისტებისთვის ახერხებს. რა თქმა უნდა, დარბევაც უნდათ, მაგრამ ეგეც კარგად იციან, რომ სააკაშვილის დრო არ არის და არ იქნება ისეთი სახის, რომ ამან გაბრაზებული ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანოს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“მისივე თქმით, ის დიდი ოდენობა სტუდენტებისა, რომლებიც თავისი საკუთარი სურვილით ქუჩაში გაზაფხულზე გამოდიოდა და “გამჭვირვალობის” კანონის მიღებას აპროტესტებდა, დღეს არ გამოდის. ოპოზიცია ამ თვითმომდინარე ტალღას აჯდებოდა. ახლა კი ესეც ვეღარ ხერხდება. “ეხლა სტუდენტები გაეცალნენ პოლიტიკოსებს და ამიტომ თითო-ოროლა სტუდენტი თუღა დგება მათთან. მე მაქვს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და ისინი ამბობენ, რომ კი ბატონო, ჩვენ გვაქვს პროტესტი დღემდე ამ კანონის მიმართ, მაგრამ ამ ოპოზიციას მხარს ვერ დავუჭერთ. ამ ლიდერების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არ არის მხარდაჭერა. კი ბატონო, მისცეს ხმა, მაგრამ არა იმიტომ რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლა უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციის წარმომადგენლობა ყოფილიყო”, – ამბობს მამრაძე, რომლის აზრით, “ოპოზიციამ ეს კარგად იცის, მაგრამ ისევ აგრძელებს წაგებული თამაშის თამაშს”, – წერს სტატიის ავტორი.
რა განსაკუთრებული საფრთხე ელის კიევს და რატომ გააქტიურა ვაშინგტონმა უკრაინის დახმარება
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა,- ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, საუბარია იმაზეც, რომ მ ამერიკის მიერ მინიჭებული უფლების გამოყენება დაიწყო და “ატაკამსის” იარაღით ს სიღრმეში დარტყმა განახორციელა. “როიტერი” წერს, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლის შენელებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა მათ მიერ მიწოდებულ სხვა იარაღთან ერთად გამოიყენებს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა ნაღმებს მის ტერიტორიაზე გამოიყენებს. ასევე, უკრაინამ პირობა დადო, რომ ნაღმებს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე არ გამოიყენებს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. “როიტერის” ინფორმაციით, უკრაინამ “ატაკამსის” რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტზე მიიტანა, რუსეთმა კი 8 რაკეტიდან მხოლოდ ორის მოგერიება შეძლო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა განსაკუთრებული საფრთხე ელის კიევს და რატომ გააქტიურა ვაშინგტონმა უკრაინის დახმარება.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ს ბოლო გააქტიურებას ძირითადად, სამ მიზეზს უკავშირებს. “ძირითადად სამი მიზეზია, რატომაც გააქტიურდა ბაიდენი უკრაინის შესაიარაღებლად – პირველი, უკრაინას ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა დონბასის რეგიონში და ასევე, ხარკოვის მიმართულებით და შესაბამისად, გარკვეული ზომები იყო მისაღები, რათა რუსული წინსვლა შეეჩერებინათ. მეორე, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციამ არ იცის რას გააკეთებს , ამიტომ ისინი დასწრებაზე მუშაობენ, რომ ტრამპმა ანტიუკრაინული გარემო ვერ შექმნას. პრინციპში, ტრამპმა თავის ირგვლივ ისეთი ადამიანები შემოკრიბა, რომ უკრაინის მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპატიით არ გამოირჩევიან. კი, ის ამბობს, რომ უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. როგორც მოგეხსენებათ, ტრამპი და ბაიდენი შეხვდნენ ერთმანეთს და სავარაუდოდ, საგარეო საკითხებზე მოილაპარაკეს, ვიდრე საშინაო პოლიტიკაზე, მაგრამ რა მოილაპარაკეს, არავინ იცის. ფაქტია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღო ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება და გამორიცხული არაა ტრამპი საქმის კურსში არის”, – თვლის მაისაია, რომელიც “მაინც ვფიქრობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გარკვეულ წინსწრებ ზომებს ღებულობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მისივე თქმით მესამე მიზეზია, რომ პუტინს უნდა დაანახონ, მერყევი პოზიციების მიუხედავად, უკრაინას ამერიკის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს”. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, “დემოკრატებს” მოლოდინი აქვთ, რომ ტრამპი უკრაინას დახმარებებს შეუწყვეტს, ამიტომ მისივე ვარაუდით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ამ ნაბიჯებით უკრაინის უსაფრთხოება დაიცვას. “ამერიკელი დემოკრატების მოლოდინი არის, რომ ტრამპი უკრაინას მთლიანად შეუწყვეტს სამხედრო დახმარებას და შესაძლოა სხვა დაფინანსებებსაც. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ ნაბიჯებით უკრაინის უსაფრთხოება დაიცვან. თუმცა, აქ ერთი ძალიან საფრთხილო და საშიში მომენტია, რასაც არამარტო “რესპუბლიკელები”, არამედ დასავლელი ანალიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომის ზღვრამდე მიყვანა, რადგან ბევრჯერ მოგვისმენია კრემლის მუქარა, თან ბირთვული დოქტრინაც შეცვალეს”, – მიიჩნევს აბაშიძე, რომლის მტკიცებით “ეს ძალიან საშიშია, მითუმეტეს, 19 ნოემბერს მსგავსი ბირთვული მუქარა სერგეი ლავროვმაც გაიმეორა”, – განაგრძობს გამოცემა.
“მე არ ვფიქრობ და არც არის მოლოდინი, რომ მოსკოვი ს წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რამეთუ ეს დამანგრეველი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მის გარშემო ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. შესაბამისად, გამორიცხული არაა, ვიხილოთ ძალიან სასტიკი დაბომბვა რუსეთის მხრიდან კიევის და სხვა უკრაინული ქალაქების მიმართ. შესაბამისი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ კიევში შეერთებული შტატების საელჩო კვლავ დაიხურა. რასაკვირველია, წამყვანი ქვეყანა რომ ელჩს ხიზნავს უკრაინის დედაქალაქიდან, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან კიევსაც და მოსკოვსაც აქვთ მოლოდინი, რომ ტრამპის პირობებებში გარკვეული მშვიდობიანი მოლაპარაკება იქნება. ჩვენ ასევე ვნახეთ, თურქეთის ლიდერის, ერდოღანის განცხადებაც, რომ ის მზადაა შუამავლობა გასწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ასე რომ, ძალიან რთული ვითარებაა ხან ახლო აღმოსავლეთში, ხან უკრაინაში. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს გასაგებია, მაგრამ, კარგი მოლოდინი ნამდვილად არაა. მეორეც, ფრთხილი ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ რუსეთი მორიგ სიგიჟეს არ ჩაიდენს და ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ