Reuters – ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ევროკომისიის პრეზიდენტის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამი ვარიანტი გამოვყავით: წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერის გრანტებით დაფინანსება, შეზღუდული სესხი ევროკავშირის მიერ ფინანსური ბაზრებიდან აღებული სესხის მეშვეობით დაფინანსებით, გაყინული აქტივების საბანკო ბალანსით უზრუნველყოფილი შეზღუდული სესხი“, – წერს .
ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში წერს, რომ აღნიშნული ვარიანტების გაერთიანებაც შესაძლებელია.
წერილის თანახმად, 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროება 135.7 მილიარდ ევროს შეადგენს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელ ლიდერებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა, კერძოდ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება