ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024

ვითარება ჩიხშია – რა პროცესები დაიწყო და რას უკავშირდება ჩხრეკვები და დაკავებები
რა საფრთხე გვემუქრება თუ მხარეები კომპრომისზე არ წავლენ
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის დეკემბრის N4 (292) ნომრის მიმოხილვა
* * *
ვითარება ჩიხშია – რა პროცესები დაიწყო და რას უკავშირდება ჩხრეკვები და დაკავებები
“პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ოფისები გაჩხრიკა, დაკავებულია ”კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი და ოპოზიციის სხვა პირები, პროცესს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ “ოპოზიციის და მდიდარი “ენჯეოების” ლიდერები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან”. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, “ეს უფრო პრევენციებია, ვიდრე რეპრესიები”. ჩხრეკა მიდიოდა ენმ-ს, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისებში, “დროას” ოფისთან ადგილზე მივიდა ნიკა გვარამია, მან სამართალდამცავებს ოფისში შესვლა სთხოვა, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს, ამას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისიპირება, რის შემდეგაც გვარამია დააკავეს. სამართალდამცავებმა “ძლიერი საქართველოს” წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს – “იმედზე” გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი”, – წერს საბა ბუაძე. ასევე, გავრცეებული ცნობებით, სამართალდამცველებმა მოძრაობა “დაფიონის” წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვითარება ჩიხშია – რა პროცესები დაიწყო და რას უკავშირდება ჩხრეკვები და დაკავებები.
“ამის შესახებ ინფორმაციას “დაფიონი” აქვეყნებს და წერს, რომ ის “პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს”. სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას, მისი მეუღლე, ანა კვანჭილაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები დედამისის სახლიც იმყოფებოდნენ. “ფეისბუქის” ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლების ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. მათი თქმით, ეს სავარაუდოდ “დაიტოვეს” აქტიურობას უკავშირდება. დაკავებებსა და ჩხრეკვებამდე პრემიერ-მინუსტრმა ირაკლი მ განცხადება გააკეთა. “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც მდიდარი “ენჯეოების” ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, იმ მძიმე უხეში და სისტემური ძალადობის გამო, რომელსაც ჩვენ რუსთაველზე ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში”, – განაცხადა კობახიძემ. პარტია “გახარია საქართველოსთვის” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!”,- ნათქვამია განცხადებაში. “როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი. იბრძვი თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ კოალიციის ოფისთან განაცხადა, სადაც პოლიცია იყო შესული. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებს პარტიის ოფისში “შევარდნის” მცდელობა ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდათ, თუმცა მათ ეს დღეს გააკეთეს. “გუშინ ეს არ გააკეთეს იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაკავებელი და დასარბევი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს უკვე ამას ახორციელებს რუსული “ომონი”. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ბელარუსში, რუსეთში რამდენიმე ათეული წლის წინ. ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი. სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული “ომონი”, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული „ომონი”. რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის მიტაცება, დამონება რუსული უკანონო რეჟიმის მიერ… დღეს აღარ არსებობს პარტიული პოლიტიკური გამყოფი ხაზები, არსებობს მხოლოდ საქართველო და რუსები”, – განაცხადა ბოკუჩავამ.”, – განაგრძობს გამოცემა.
“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ტერორსა და დაშინებაზე გადავიდა, რითაც აშკარად ჩანს, რომ შიდა კრიზისი და პრობლემები აქვს, რომ პროტესტს ვერ უმკლავდება. “ქართული ოცნება” ტერორსა და დაშინებაზე გადავიდა, აშკარად საზოგადოების პროტესტს ვერ უმკლავდება და ახლა უნდათ როგორმე შეაშინონ, რომ იქნებ უკან დაახევინონ. ესაა ელემენტარული პრიმიტიული ავტორიტარიზმის გამოვლენა, როცა იმედი აქვთ, რომ დაშინებით ფონს გავლენ. მათ დათმობა არ შეუძლიათ – დათმობა ნიშნავს მარცხს და იძულებულები არიან შეუტიონ. იმის ნაცვლად, რომ მშვიდობაზე წავიდნენ, პირიქით, ვითარების ესკალაციაზე მიდიან, ეს ავტორიტარიზმის ნიშანია, რის მერეც მარცხდებიან ხოლმე. ახლა იმის გამოვლენაა, რომ ოპოზიციური პარტიები და იქ არსებული თანამშრომლები შეაშინონ, რათა აქტიურები არ იყვნენ”, – ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, “ეს არის მათი კრიზისი და შიდა პრობლემების გამოვლენა”, – დასძენს გამოცემა.
“მაქსიმუმი შეიძლება ის გააკეთონ, რომ ვიღაცეები დააპატიმრონ, რაღაცეები მოუგონონ, ჩაუდონ და ამით რაღაც პოლიტიკური პროცესები დაიწყონ, რითიც საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებენ და კიდევ მეტად გამოვა. მათ რესურსები არ გააჩნიათ, რობოკოპებს, თუ რასაც ვეძახით, ისინი ცოტანი არიან. მათ ეშინიათ, რომ პროტესტი მთლიან სახელმწიფოში არ გაიშალოს, ახლა ვხედავთ, რომ თბილისშიც ვერ აუდიან სიტუაციას. რუსთაველის გამზირსაც კი ვერ ასუფთავებენ, აღარ ვლაპარაკობ მთლიან ქალაქზე. ძალიან ცოტა ხალხი ჰყავთ და წარმოიდგინეთ მთლიან საქართველოში რომ გაიშალოს პროტესტი. “ქართული ოცნება” მათი მომხრეების დიდი ნაწილისთვის უკვე მიუღებლები არიან, მაგრამ სტაბილურობის, სიმშვიდის ილუზიას მაინც უქმნიდნენ და ესეც კი ენგრევათ თავზე, ამიტომ ისტერიკაში რაღაც სისულელეებს სჩადიან. ეს ყველაფერი ახალი წლის გამო დაიწყეს, ეს მოვლენები “ქართული ოცნების” კისერზეა. ამ ფონზე ნანობენ, რომ კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთის წინაშე ვალდებულება ჰქონდათ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსებს ეგონათ, რომ “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობამდე იოლად გააყალბებდა არჩევნებს, ამიტომ იყო, რომ ივანიშვილი რეგიონებში მუდმივად საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობდა. ერთადერთი რაც შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ეს იყო, რომ 78-ე მუხლი გაეუქმებინათ, ეს ჩაუვარდათ და რუსეთის წინაშე ვალდებულება დარჩათ, რომ ნატოსა და ევროკავშირიდან წამოსულიყვნენ. რუსეთს ჰგონია, რომ ივანიშვილი ატყუებს, ვერ იჯერებენ – თუ ყველაფერი მის ხელშია, როგორ არ შეუძლია გააყალბოს ს ისე, როგორც სჭირდება და ამიტომ ივანიშვილს ეშინია. ახლა ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ ახალი წელი მოდის. ეგონათ, რომ ხალხი არ გამოვიდოდა იანვრის ბოლომდე და ახლა პირიქით მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნებიც ამიტომ დანიშნეს, ორი მნიშვნელოვანი თემა ახალ წლამდე შემოაგდეს. ახლა ისე მიდის სიტუაცია, რომ შეიძლება ახალი წლის აღნიშვნაც კი ვერ მოხდეს და სულ სხვა ვითარება იყოს, ვიდრე ნაძვის ხის ფეიერვერკები”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“ანალიტიკოსი ედიშერ კი აცხადებს, რომ ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. “იმ დროს, როდესაც მეექვსე დღეა ამ ე.წ. პარტიების ოფისებიდან და ამ ლიდერებისგან იმართება ის პროცესები, რომელმაც თბილისი 1795 წლის სექტემბრის თვეში აღა-მაჰმად-ხანის ურდოების ლაშქრობას დაამსგავსა, რა უნდა იმოქმედოს საქართველომ? ხელისუფლებას იმიტომ ჰქვია ხელისუფლება და იმიტომ არის მილიონ ორასი ათასი კაცის არჩეული, რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს და ეს ადამიანები – გვარამიები, ხოშტარიები, ბოკუჩავები, ხაზარაძეები, ეს ის შანტრაბაა, ვინც ამ პროცესებს ხელმძღვანელობდნენ და ამ ამბებში მონაწილეობდნენ”, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ, რომელსაც, “ამიტომ სავსებით გამართლებულად მიაჩნია, რომ სამართალმა უნდა ისამართლოს და ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს”, – წერს სტატიის ავტორი.
რა საფრთხე გვემუქრება თუ მხარეები კომპრომისზე არ წავლენ
“ზუსტად ერთი კვირაა, რაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი და წინააღმდეგობებია. პროტესტანტები გაჩერებას და არაფრის დათმობას არ აპირებენ და როგორც ხელისუფლების განცხადებიდან ჩანს, არც ის იხევს უკან. ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, რომელიც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაში შეიძლება განვითარდეს. “არაა გამორიცხული, რომ ამ ვითარებაში, თუკი ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ვითარება განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაიძაბება, როცა ე.წ. პარლამენტი ე.წ. პრეზიდენტს აირჩევს”,- განაცხადა “რეზონანსთან” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ. “ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება იყოს ის, რაც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა, არაა გამორიცხული დაიძრას ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” ხმა აქვს მიცემული და რომელსაც არ მიაჩნია, რომ “ოცნება” რუსეთისკენ მიდის”, – აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა საფრთხე გვემუქრება თუ მხარეები კომპრომისზე არ წავლენ.
“თუ “ქართულმა ოცნებამ” ისევ გააგრძელა დარბევა, დაშინება, სადარბაზოებთან დახვედრა, ცემა, სატელეფონო ზარები და ა.შ. ამან შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარისკენ წაგვიყვანოს. პროტესტანტები კომპრომისზე წამსვლელები, ჩემი აზრით, არ არიან, უფრო ხელისუფლება შეიძლება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, ოღონდ ამისთვის წინაპირობა უნდა იყოს სანქციები. მგონია გამოსავალი ასეთია, რომ თუ დასავლეთი რეალურ სანქციებს შემოიღებს, რომელიც მხოლიდ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ეხებოდეს, მერე შესაძლებელია საუბარი “ოცნებასთან”, რომ სანქციების გაუქმების წინაპირობა უნდა იყოს ქვეყანაში ჩანიშნული განმეორებითი არჩევნები, ან სხვა რაღაც ტიპის კომპრომისზე წასვლა. არაა გამორიცხული, რომ ამ ვითარებაში, თუკი ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ვითარება განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაიძაბება, როცა ე.წ. პარლამენტი ე.წ. პრეზიდენტს აირჩევს და შემდგომში ე.წ. ინაუგურაცია თუ შედგება, ამ მომენტებისთვის უნდა ველოდოთ განსაკუთრებით დაძაბულობას. არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნებამ” ის ხალხი გამოიყვანოს, ვისაც წინა აქციებზე თანხას უხდიდნენ, თუმცაღა, ისინი მთელი დღე და ამდენი ხანი ვერ იდგებიან, როგორც დღევანდელი აქციიის აქტიური მონაწილეები, შესაძლოა ერთხელ გამოვიდნენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“სცენარების სიუხვე არ გვაქვს, მაგრამ სურვილი იმისა, რომ რაღაც ცვლილება შევიდეს, ჩვენს პარტნიორებს გაუჩნდათ და მათ ნელ-ნელა საქართველოს თემაზე უკონფლიქტო პოზიციის დაფიქსირება დაიწყეს. კონფლიქტიანი წინადადებები უკვე ითქვა მათი მხრიდან, ისინი ერთვებიან კონფლიქტში, ოღონდ ერთ-ერთ მხარეს. გამოჩნდა კონტურები იმისა, რომ შეიძლება უკონფლიქტო გადაჭრის პერსპექტივა იყოს, რადგან მიზეზი რის გამოც საპროტესტო აქციებია, ეს მიზეზი შეიძლება მოხსნან და ევროპისკენ მივდივართ თუ არა, უკვე დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტონ. აგერ ამერიკელი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპის წარმომადგენელი ევროკავშირში, მიიჩნევს, რომ ეჭვის საფუძველი არაა, საქართველო აპირებს ევროპისკენ წასვლას და ჩვენ დავეხმარებით ამაშიო. ამ ტიპის ჩარევებმა შეიძლება კონფლიქტი გადაწყვიტოს იმ მხრივ, რომ მკაცრი არგუმენტაცია წამოვიდეს საიმისოდ, რომ ფაქტიურად არაფრის გამო ებრძვიან ერთმანეთს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“თუ ეს ასე არ მოხდა, ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება იყოს ის, რაც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა, არაა გამორიცხული დაიძრას ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” ხმა აქვს მიცემული და რომელსაც არ მიაჩნია, რომ “ოცნება” რუსეთისკენ მიდის. ასეთი ადამიანები უფრო მეტნი არიან სავარაუდოდ და მათ იციან, რომ მეტნი არიან და შეიძლება ვეღარც შეაჩეროს, მაგრამ მათი ქუჩებში გამოსვლა უკვე სამოქალაქო დაპირისპირებას ნიშნავს, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს არ დაუშვას. ახლა დაპირისპირების დარტყმას პოლიცია თავის თავზე იღებს, მაგრამ თუკი ხელისუფლებამ პროტესტანტები ვეღარ შეაჩერა და ამასობაში ქალაქი ინგრევა, შეიძლება საპასუხოდ ხალხი პროტესტის პროტესტზე გამოვიდეს და ეს უარესი იქნება”, – ამტკიცებს რამაზ საყვარელიძე.
“თბილისის მერმა, მ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა, მისი თქმით ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. “ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით ხელს, არავინ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს! ნუ გავანადგურებთ იმ დედაქალაქს, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებსა და ნუ დავაბულინგებთ მათ! ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეურაცხყოფა, ბულინგი, ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე, ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს და არ ეთანხმება, არ ემხრობა იმ ძალადობრივ ქმედებებს, აქციებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარეობს. ვერ წარმოიდგენთ როგორი შეურაცხყოფისა და ბულინგის მსხვერპლები ხდებიან. ეს არის ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმი… ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება!”- განაცხადა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად მუშაობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც დიდი ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის, საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით. საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს, დაიცავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებსა და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით. ამის საპრევენციოდ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა. ნაწილი იყო მტკივნეული და შეიძლება არაპოპულარულიც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ის, რის გამოაშკარავებასა და გამჭვირვალობასაც ვთხოვდით, დღეს ხელისგულზე დევს და ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ანალიზი მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა!” განაცხადა კახა კალაძემ, რომლის აზრით, “ნაცმაიდანი” საქართველოში ვერ და არ მოხდება, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს” – განაგრძობს გამოცემა.
“არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ – ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ. მისი თქმით, საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა და მეტი ენერგიულობა. “მეგობრებო, არ არის “ქოცების” მდგომარეობა მარტივი. წარმოვიდგინოთ, ჩვენ ვართ მათ მდგომარეობაში (ნუ, ღმერთმა გვაშოროს “ქოცობა”): ჩაატარე არჩევნები, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ ცნობს; ქვეყნის შიგნითაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გაქვს: არც ხალხი და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგს; აქციებს გიმართავენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველგან. სკოლის ბავშვებიც კი “წადი”-ს გეძახიან; არბევ აქციებს, რომ ხალხი დააშინო, და უკუშედეგი გაქვს: უფრო გაბრაზებული, უფრო მეტი ადამიანი მოდის; გყავს დაქირავებული 4 ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის”, – ამბობს მანჯგალაძე, რომლის თქმით, “ამათ ბიძინა ფულიანი და ძლიერი სჭირდებათ. თორემ, შეშინებული და დამფრთხალი მათი დასაცავი ბიძინა რად უნდათ”, – დასძენს გამოცემა.
“ყველაზე მთავარი: არ გაქვს მორალური უპირატესობა. ყოველ დღე, ერთი კაცის აკვიატების გამო, ცემ და არბევ შენს ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავის შვილებს, ალბათ, შენს შვილსაც. საზოგადოებიდან კი არა საკუთარ ოჯახშიც უფრო და უფრო იზოლირებული ხდები, ვერ ხსნი რას იცავ, რატომ იქეცი სხვის მოძალადე იარაღად. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას? ამიტომ, არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ. ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა. საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა, მეტი ენერგიულობა! რადგან არ ვიცით, სხვა ასეთი მომენტი როდის დადგება და ახლა სადაც ვართ ესეც კი სანატრელი გაგვიხდება!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის თქმით, “ამიტომ უკან გზა უნდა ჩავხერგოთ ფიქრშიც კი და მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ!”, – წერს სტატიის ავტორი.
ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის დეკემბრის N4 (292) ნომრის მიმოხილვა
რუსეთ-უკრაინის ომის 1000 დღე – რა იქნება შემდეგ? / ომი მდინარე დნიპროსთვის / ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 10 წლისაა / კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მიმდინარე წელს სიახლეებით ხვდება / „სისხლი სისხლის წილ“: რამდენად ამართლებს ტერორიზმთან ბრძოლის ისრაელის სტრატეგია / მფრინავი სატყუარები / იტალიაში საბჭოთა „გავლენის აგენტები“ რუსეთის სპეცსამსახურებმა „გადაიბარეს“/„ვიცი, ვეღარ დავბრუნდები, მაგრამ უკან ვერ დავიხევ“ / რუსეთი საკონტინენტთაშორისო რაკეტებით ომზეც გადავიდა… /ქართველი მაშველ-მეხანძრის ინტერვიუ ფუკუოკადან / რას გაუძლო სოხუმის შუქურამ / გარდასახვა – პისტოლეტიდან ულტრაკომპაქტურ კარაბინად …
„ამ განვლილ ათას დღე-ღამეში რუსეთ-უკრაინის ომი გადაიქცა არა მარტო ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებების თეატრად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არამედ თავის ხანგრძლივობით ასევე უახლოვდება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ ომს. რა ჰქონდა ჩაფიქრებული და რას მიაღწია ამ ათას დღეში აგრესორმა რუსეთმა ? ათიოდე დღეში უკრაინის დედაქალაქ ს დაპყრობა, უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება, მარიონეტული მთავრობის დასმა და თანდათან მთელი უკრაინის კრემლისთვის დამორჩილება პუტინის რეჟიმს საშუალებას მისცემდა ბელარუსისა და უკრაინის სრული გაკონტროლების შემდეგ დაეგეგმა დასავლეთისკენ “გაჩოჩება”, უპირველესად ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოური რესპუბლიკების რუსეთის ახალ იმპერიაში დასაბრუნებლად. საბედნიეროდ, კრემლს ჩაეშალა ბლიცკრიგის გეგმა, რაც უდიდეს დარტყმად იქცა პუტინისთვის, რადგან მისი ქვეყანა არ იყო მზად უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის” – წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2024 წლის დეკემბრის N4 (291) ნომერში, სათაურით რუსეთ-უკრაინის ომის 1000 დღე – რა იქნება შემდეგ?
“მართლაც, აგრესიის დაწყებიდან ორ-სამ თვეში რუსეთის გენშტაბმა თავისივე ინიციატივით გაიყვანა საოკუპაციო შენაერთები კიევის მისადგომებიდან, ასევე ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან. 2022 წლის სექტემბრიდან კი უკრაინის არმიამ სწრაფი და შედეგიანი კონტრშეტევები წამოიწყო ხარკოვიდან აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქის მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, რასაც დაემატა რუსი ოკუპანტების გაყრა ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპიროდან. რა მოხდებოდა, 2022 წლის შემოდგომა-ზამთარში ს რომ გაეგრძელებინა წარმატებულად დაწყებული კონტრიერიშები? 2022 წლის მიწურულს ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, შეიქმნა ისეთი ოპერატიული სიტუაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ დაკარგა ჯარების მართვის სადავეები და მისი ქვედანაყოფებისა და თვით შენაერთების მოქმედებები უფრო გაქცევას დაემსგავსა, ვიდრე ორგანიზებულ უკან დახევას. უკრაინის არმიამ ფრონტის ამ მონაკვეთზე ხელში ჩაიგდო საბრძოლო ინიციატივა, რაც მას საშუალებას აძლევდა გაქცეულ მტერს კუდში მიჰყოლოდა კუპიანსკი-სვატოვო-ლიმანის ხაზზე აღმოსავლეთისკენ, თვით ლუგანსკამდეც კი“, – აღნიშნავს გამოცემა.
“მაგრამ კონტრშეტევების ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებლად საჭირო იყო საბრძოლო წარმატებით ფრთაშესხმული უკრაინის არმიის სასწრაფო უზრუნველყოფა დამატებითი საბრძოლო ტექნიკითა და აღჭურვილობით. რატომ შეუმცირა დასავლეთმა სამხედრო დახმარება კონტრიერიშებზეგადასულ უკრაინის არმიას? – უკრაინის არმიის მომარაგება, ძირითადად, დამოკიდებული იყო და არის დასავლელი პარტნიორების სურვილებზე – თუკი კიევის დაცვა და პუტინის ბლიცკრიგის ჩაშლა უკრაინელებმა, ძირითადად, თავიანთი რესურსებით შეძლეს (რა თქმა უნდა, ამერიკელებისა და ევროპელების ტანკსაწინააღმდეგო “ჯაველინებისა” თუ საზენიტო “სტინგერების” დახმარებითაც), ომის მეათე თვისთვის ეს რესურსები თითქმის ამოიწურა და უკრაინელი სამხედროები დიდად დამოკიდებული აღმოჩნდნენ დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე… და ამ მნიშვნელოვან მომენტში დასავლეთი მნიშვნელოვნად უმცირებს უკრაინელებს საარტილერიო ჭურვების მიწოდებას, უსაშველოდ წელავენ „აბრამსებისა“ და „ლეოპარდების“ გადაცემას, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება – აგრესორის ძალები დეზორგანიზებულია და კონტრშეტევების გასაგრძელებლად და გასაძლიერებლად აუცილებელია უკრაინის არმიის სასწრაფო მომარაგება ყველა საჭირო საშუალებით, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ ხდება…“ – განაგრძობს გამოცემა.
„უკრაინის ომის უმთავრესი ბრძოლები ხმელეთსა (ქვეითები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, სარაკეტო კომპლექსები) და ჰაერში (ავიაცია და დრონები) მიმდინარეობს. შედარებით ნაკლებად ინტენსიურია საზღვაო ბატალიები (საჰაერო და საზღვაო დრონები). არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს – ეს შეეხება მდინარე დნიპროს ქვედა წელზე გამავალ ფრონტის ხაზს, რომლის მარჯვენა ნაპირი უკრაინის არმიას უკავია, მარცხენა კი რუსებს აქვთ ოკუპირებული. ომამდე მდინარის ქვედა წელზე სულ ორი გადასასვლელი არსებობდა – ანტონოვკის ხიდი და კახოვკის ჰესი. ანტონოვკის ხიდი ხერსონის დასახლება ანტონოვკას მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ალიოშკისთან აკავშირებს და მისი სიგრძე 1 366 მ-ია. 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმია ანტონოვკის ხიდით მდინარის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა და ხერსონი აიღო“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ომი მდინარე დნიპროსთვის.
„ამ ხიდს რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგების მარშრუტებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ამიტომაც უკრაინელმა სამხედროებმა -დან მიღებული მაღალი სიზუსტის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის შესაძლებლობები პირველად ანტონოვკის ხიდზე მოსინჯეს და იმდენად დააზიანეს, რომ მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ხერსონიდან გასვლისას რუსმა სამხედროებმა ხიდის რამდენიმე მალი ააფეთქეს და ის საბოლოოდ გამოიყვანეს მწყობრიდან. ხერსონის ოლქთან დამაკავშირებელი მეორე გზატკეცილი კახოვკის ჰესზე გადიოდა, მაგრამ რუსი ოკუპანტების მიერ 2023 წლის 6 ივნისს ჰესის კაშხლის აფეთქებით გზატკეცილი მწყობრიდან გამოვიდა. მდინარე დნიპროს ნაპირების შემაერთებელი ანტონოვკის ხიდისა და კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურებით რუსებმა კონტრშეტევაზე გადასულ უკრაინის არმიას მდინარის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის შექმნისა და შემდგომ ყირიმზე შეტევის შესაძლებლობა მოუსპეს. ამის მერე ცხადი შეიქნა, რომ უკრაინის არმია მდინარე დნიპროს ფორსირებას მხოლოდ მცურავი საშუალებებით თუ შეძლებდა“, – აღნიშნავს გამოცემა
„ბრძოლა მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმისთვის 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, მათ შორის ანტონოვკის ხიდთან და ხერსონის ოლქის სოფელ კრინკის რაიონში. სოფელი კრინკი რუსმა ოკუპანტებმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს. კახოვკის ჰესის აფეთქების დროს სოფელი დაიტბორა და დაღუპულთა შორის რუსი სამხედროებიც აღმოჩნდნენ. 2023 წლის ოქტომბერში უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა კატარღებითა და ნავებით დნიპრო გადალახეს და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. მრავალტანჯული კრინკი რუსმა ოკუპანტებმა 2024 წლის 16 ივნისს უკან დაიბრუნეს. სოფელი, რომლის მოსახლეობის 90% უკრაინელი იყო, ამჟამად თითქმის მთლიანად დაცლილია. ბრძოლები მიმდინარეობს აგრეთვე მდინარე დნიპროს ლიმანში არსებულ კუნძულებზე კონტროლის დასამყარებლადაც. რუსული აგრესიის დაწყებიდან მალევე გაჩნდა კიევის დაცვაში ჯარების მხარდასაჭერად მდინარე დნიპროზე სამდინარო ფლოტილიის საჭიროება… “, – განაგრძობს გამოცემა.
„ვეტერანების მიმართ სწორი მიდგომა ჩამოყალიბდა 2013 წელს, როცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჩამოყალიბდა, რასაც გამოწვევების ახალი ეტაპი მოჰყვა. პირველი ეფექტური ნაბიჯი იყო 46-მილიონიანი პროექტი – დაღუპული თანამებრძოლების ოჯახების დასახმარებლად ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობის დანიშვნა. ამას დაემატა ჯანდაცვის დაზღვევა, რომელიც სოციალურ და საყოველთაო დაზღვევაზე მაღალია. ქვეყანას 70 ათასამდე ვეტერანი ჰყავს. ამ კატეგორიაში არიან როგორც ვეტერანები, ასევე, ვეტერანის სტატუსის მატარებლები და მათთან გათანაბრებული პირები, ვეტერანთა ოჯახის წევრები და სხვ. როდესაც ვეტერანი გარდაიცვლება, მისი ოჯახის წევრი მასთან გათანაბრებული პირი ხდება. ეს რაოდენობა ასევე მოიცავს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, 73 კაცს. მათ რიცხვში არიან სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე მებრძოლი პირები, ვგულისხმობ მისიებსაც“, – აცხადებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 10 წლისაა“.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა მისიაში, მათ შორის, ერაყსა და ავღანეთში, 35-მდე დაღუპული და 315 დაშავებული გვყავს. იმავდროულად, ვეტერანთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ 1986 წელს უკრაინაში ჩერნობილის კატასტროფისას, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირები, ასევე, საბჭოთა კავშირის დროს ავღანეთის ომში მონაწილეები. ზემოთ ხსენებულ 70 ათასამდე ვეტერანში შედიან დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედროებიც, ეს ეხება კოსოვოს, ერაყს, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკას. სამშვიდობო მისიებში მონაწილე 34 ათასამდე სამხედროდან, 24 ათასამდე ჩვენი ბენეფიციარია, რომლებსაც ვეტერანის სტატუსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მიღებული მონაწილეობისთვის აქვთ მინიჭებული. წარდგენილი გვაქვს ინიციატივა და მიმდინარეობს განხილვა, იმ დარჩენილი 10 000-მდე სამხედროსთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზეც“, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა კობალაძე.
„ახლა 15-მდე ვეტერანს ყოველწლიური 15-ათასიანი სადაზღვევო პაკეტი აქვს. გვაქვს ფსიქოსარეაბილიტაციო მიმართულება, რაშიც ეფექტურად არის ჩართული სახელმწიფო და ფარმაცევტული თანადაფინანსება ხდება. არის პათოლოგიები, რომელთაც ვერ აფინანსებენ, ამიტომ ჩვენ ვაფინანსებთ. ეს არ ეხება მხოლოდ უცხოეთში მკურნალობას, სხვადასხვა დაავადებას, რომელიც სტრესის თანმხლებია ან შემდეგ განვითარდა, რადგან სტრესი უკვალოდ არ ქრება. ასევე ბევრ სტუდენტს, რომელთაც განათლება უნდა მიეღოთ და ქვეყანას გამოსდგომოდნენ, მაგრამ შშმ პირი გახდა, შემდეგ კი, საზოგადოებაში ინტეგრირება გაუჭირდა. ნებისმიერი მათგანის გასაჭირი კარგად ესმის ჩვენს მენეჯმენტს, რომლის 60% ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ დროისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გვყავს 2 195 შშმ პირი, რომელთაც ფიზიკური დაზიანებები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას მიიღეს. ასევე აქტიურად ვთანამშომლობთ კომერციულ სექტორთან…“ – განაგრძობს რესპონდენტი.
„გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უკვე 14 წელია, სამხედრო-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ლიცეუმი შესანიშნავად უმკლავდება საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევებს. ლიცეუმი მუდმივად ზრუნავს, რათა თითოეულ კადეტს შეუქმნას ჯანსაღი, კონკურენტული სასწავლო გარემო, რათა შეძლოს თვითგანვითარება, ღირსეულ მოქალაქედ და ლიდერად ჩამოყალიბება. ლიცეუმის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს საგანმანათლებლო სფეროში არსებულ სიახლეებს, რათა ყოველთვის პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს როგორც სასწავლო პროგრამებით, ასევე ინფრასტრუქტურული, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების კვალიფიკაციით. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებისთვის 2025 წლისთვის დაგეგმილია ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა“, – აცხადებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ვაჟა ჭელიძე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მიმდინარე წელს სიახლეებით ხვდება.
„2024-2025 სასწავლო წელი, გასული წლების მსგავსად, სიახლით დავიწყეთ. აშენდა ახალი ბიბლიოთეკა, რომელიც კეთილმოწყობილია, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული, სადაც მკითხველს შეუძლია ისარგებლოს როგორც ელექტრონული გამოცემებით, ასევე ბეჭდური წიგნადი ფონდით. ბიბლიოთეკაში არის სამკითხველო სივრცე და სარეკრეაციო ზონა. ლიცეუმის წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ საზომად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ კურსდამთავრებულები მაღალი მაჩვენებლით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და იღებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტებს. წელს კურსდამთავრებულთა უმრავლესობამ, 60%-მა, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა. რა თქმა უნდა, ეს ლიცეუმში არსებული საგანმანათლებლო გარემოს დამსახურებაა. ლიცეუმს ჰყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებლები და სერჟანტ-ინსტრუქტორები, რომლებიც სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. აღსანიშნავია, რომ აქ ასწავლიან მენტორი და დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებიც, გვყავს მენტორის სტატუსის მქონე 22 მასწავლებელი“,- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ჭელიძე.
“ლიცეუმშიმოქმედებს დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი, რომელიც უზრუნველყოფს კადეტებისთვის სამხედრო საქმის შესწავლას და მათში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას. ლიცეუმში ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებით მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, როგორიცაა TOEFL, SAT, თურქულისა და ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები, ელექტრონიკისა და რობოტექნიკის შემსწავლელი პროგრამები, ასევე კადეტთა არაერთი სამოტივაციო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენასა და თვითგანვითარებაზე ზრუნვას. აკადემიური მიმართულების გარდა, ლიცეუმში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც გამოიხატება კადეტთა კვების რაციონში, ფიზიკურ მომზადებაში, დღის განრიგსა და სხვადასხვა აქტივობაში. ლიცეუმში გვაქვს ძალიან კარგი სპორტდარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, რომ კადეტმა იზრუნოს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. წელს ამ კუთხითაც გვაქვს სიახლე – თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით გაფორმდა მემორანდუმი ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზთან – მემორანდუმის ფარგლებში კადეტები კვირაში ოთხ დღეს საცურაო აუზით ისარგებლებენ…” – განაგრძობს რესპონდენტი.
„2024 წლის ზაფხულში ისრაელის სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციებით ღაზასა და ლიბანში ლიკვიდირებულ იქნენ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები – მუჰამედ დეფი, ისმაილ ჰანიე, ფუად შუქრი და სხვები. სექტემბერ-ოქტომბერში ლიკვიდირებულთა რიცხვს დაემატა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა და ამ ტერორისტული ორგანიზაციის ოცზე მეტი მეთაური, მათ შორის ჰასან ნასრალას პოტენციური შემცვლელი, ჰაშიმ საფი ად-დინი. 2024 წლის სექტემბერში ლიბანში პეიჯერებისა და პორტატიული რაციების მასობრივად აფეთქების შედეგად დაიღუპა და დაიჭრა ასობით „ჰეზბოლას“ მებრძოლი. 2024 წლის 16 ოქტომბერს ღაზის სექტორში „ცახალის“ საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი, რომელიც ჰალედ მაშალმა შეცვლა (თავად ის ათწლეულებია, რაც „მოსადის“ სამიზნეა და მას არაერთხელ დაესხნენ თავს, რის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ). „მოსადისა“ და „ცახალის“ ამ ერთობლივ ოპერაციებს ტერორისტებთან ერთად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით „სისხლი სისხლის წილ“: რამდენად ამართლებს ტერორიზმთან ბრძოლის ისრაელის სტრატეგია.
„უნდა ვებრძოლოთ თუ არა ტერორისტებს მათივე მეთოდებით და რა საბოლოო შედეგებამდე მიგვიყვანს ეს გზა? ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურების ლიკვიდაცია არის კი ამ ორგანიზაციის დამარცხების წინა პირობა, თუ მათ ადგილს სხვა, არანაკლები სისასტიკით გამორჩეული ტერორისტი დაიკავებს, ძალზე რთული და საკამათო საკითხია. დღეისათვის ზოგიერთი ქვეყანა საერთაშორისო ტერორიზმის საკითხს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. მაგალითად, თუ ადრე საბჭოთა კავშირი „პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას“ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად თვლიდა და ყოველმხრივ ეხმარებოდა მას, აშშ-ის ადმინისტრაციას იასერ არაფატის ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებად მიაჩნდა. დღესაც ანალოგიურადაა – „თალიბანს“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასს“ მთელი მსოფლიო ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს, რუსეთი კი – „თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებად“. რუსეთის ხელისუფლების ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტებია ისიც, რომ მათთვის ჩეჩენი მებრძოლები ტერორისტები იყვნენ, ხოლო აფხაზი და ოსი სეპარატისტ-ბოევიკები – „თავისუფლებისთვის მებრძოლი პარტიზანები“. რუსეთის ხელისუფლება მაშინაც და ახლაც ცდილობს საერთაშორისო ტერორიზმი დასავლეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ მიმართოს“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირის ანალოგიურად ააგო. საგარეო დაზვერვა („მოსადი“), კონტრდაზვერვა („შინ-ბეთი“) და სამხედრო დაზვერვა („ამანი“) ახალშექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცნენ. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები სამი ნიშნით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისაგან. ისინი არიან მცირერიცხოვანი, განსაკუთრებით ფანატიკურები და დაუნდობლები. მათი მთავარი პრინციპია „სისხლი სისხლის წილ“. 1949 წლის 13 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა სრულიად საიდუმლო ბრძანებას მოაწერა ხელი. ძნელია ამ დოკუმენტს „ბრძანება“ უწოდო, მით უფრო დღევანდელი გადასახედიდან. მშრალი კანცელარიული ფორმულირებების ნაცვლად ბენ-გურიონის ხელმოწერილი დოკუმენტი ცოცხალი ენითაა შედგენილი და თანაპარტიელებისთვის გაგზავნილ კერძო წერილს უფრო ჰგავს, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტს…“ – განაგრძობს გამოცემა.
„ნებისმიერი ომი თუ ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაპირისპირებულ მხარეებს ახალ-ახალი გამოგონებისკენ და არსებული საბრძოლო საშუალებათა გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ფრაზა „ქმედება იწვევს უკუქმედებას“ სამხედრო მრეწველობაში, საზოგადოდ, სამხედრო საქმეში, განსაკუთრებული შინაარსის მატარებელია. ერთი მხარის მიერ ახალი ტიპის შეიარაღების შემუშავებას საპასუხო ნაბიჯად დაუყოვნებლივ მასთან ბრძოლის ან მისი მოგერიების საშუალების „გამოგონება“ ახლავს თან. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებია. ორივე მხარე მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად და შეიარაღების ეფექტურობის გასაზრდელად უამრავ სხვადასხვა საშუალებას მიმართავს. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ „ქმედება იწვევს უკუქმედების“ ტექნოლოგიურ ასპექტში, მეტწილად დასავლეთის დახმარების ხარჯზე, უკრაინა რუსეთზე რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით მფრინავი სატყუარები.
„წელიწადზე მეტია, რუსების საზენიტო კომპლექსების მოსატყუებლად უკრაინელები აშშ-ის მოწოდებულ სატყუარებს – მფრინავ ცრუ სამიზნეებს იყენებენ. ამ საბრძოლო საშუალების შექმნის იდეა ამერიკელებს ეკუთვნით. 1950-იან წლებში, როდესაც „ცივი ომი“ ძალას იკრებდა, სსრკ-ზე ბირთვული დარტყმა სავსებით რეალურ შესაძლებლობად განიხილებოდა. იმ დროს საკონტინენტთაშორისო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები ჯერ არ არსებობდა და აშშ-ში მთავარ დამრტყმელ ბირთვულ ძალად სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 განიხილებოდა. შექმნიდან 72 წლის შემდეგაც ეს თვითმფრინავი მახასიათებლებითა და შესაძლებლობებით ძალზე შთამბეჭდავია, მაგრამ სამხედრო ტექნიკის მაშინდელი დონე ამ თვითმფრინავის პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას არ იძლეოდა. B-52 მხოლოდ ბომბებით (პირველი ფრთოსანი რაკეტა AGM-28 Hound Dog თვითმფრინავის არსენალში მხოლოდ 1960 წელს გამოჩნდა) იყო შეიარაღებული. შესაბამისად, საჰაერო იერიშისთვის საფრენი აპარატი უშუალოდ მიზნის თავზე უნდა აღმოჩენილიყო. სსრკ-ში ამერიკული ბომბდამშენების შექმნას ყურადღებით აკვირდებოდნენ და მათ საკუთარ საზენიტო ფარს უპირისპირებდნენ. მძლავრი, ეშელონირებული “საზენიტო ქოლგა” თითქმის ყველა დიდ ქალაქს იცავდა,- აღნიშნავს გამოცემა.
„პოტენციური მოწინააღმდეგის საზენიტო სისტემების განვითარება-გაძლიერებასთან ერთად კი მცირდებოდა B-52-ების მათგან დასხლტომის შანსი. სწორედ მაშინ კომპანია McDonnel Aircraft-ის სპეციალისტებს შეიარაღების მეტად უცნაური სახეობის – ცრუ საჰაერო სამიზნის შექმნის იდეა დაებადათ. სტარტის შემდეგ ამ სატყუარას ნამდვილი ბომბდამშენის როლი უნდა შეესრულებინა და ასეთნაირად მოწინააღმდეგის საზენიტო გათვლები მოეტყუებინა. სანამ ისინი სატყუარას ჩამოგდებით იქნებოდნენ დაკავებული, ბირთვული ბომბებით შეიარაღებული ბომბდამშენი მიზნისკენ გაიკვლევდა გზას. თითქმის 4 მ სიგრძის და 1.6 მ-ის ფრთის გაქანის მქონე GAM-72 ფორმით ფრთოსან რაკეტას ჰგავდა, თუმცა B-52-ის ანალოგიური რადიოლოკაციური სიგნატურისა და განფანტვის მსგავსი ეფექტური ზედაპირით რადარის ეკრანზე ნამდვილი ბომბდამშენისგან არაფრით განსხვავდებოდა. ახალი შეიარაღება საცდელად პირველად 1958 წელს გამოიყენეს. B-52-ის ბორტიდან გაშვებულმა რეაქტიულძრავიანმა სატყუარამ 14 წთ-ში 190-200 კმ დაფარა. ფრენის პარამეტრების მიხედვითაც (ფრენის სიმაღლე, სიჩქარე, სამანევრო შესაძლებლობები), GAM-72, პრაქტიკულად, B-52-ს იმეორებდა…” – განაგრძობს გამოცემა.
„გავლენის აგენტი“, როგორც წესი, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ, სამეცნიერო, სპორტულ, კულტურულ თუ სხვა სფეროში მოღვაწე გადაწყვეტილების მიმღები პირი იმავე „ელიტის“ წევრია და ამავე დროს ხშირად მას ქვეყნის ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებზე მიუწვდება ხელი. თუმცა „გავლენის აგენტის“ მნიშვნელობას მისი კონკრეტული თანამდებობრივი სტატუსი და საზოგადოებრივ შეხედულებებზე ზემოქმედების მასშტაბი განსაზღვრავს. აქ კი ფართო არეალი და შესაძლებლობები იშლება გამოცდილი სპეცსამსახურისთვის, რომელსაც „დღევანდელ კვერცხს, ხვალინდელი ქათამი ურჩევნია“: ის აგენტის „გაზრდასა“ და კარიერულ წინსვლაზე მუშაობს და ყოველნაირად ცდილობს ნაადრევად არ გაშიფროს მომავალი „ოქროს კვერცხისმდებელი“ აგენტი. ამიტომაც „გავლენის აგენტი“ გაცილებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა, „ჩვეულებრივი“ აგენტი“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით იტალიაში საბჭოთა „გავლენის აგენტები“ რუსეთის სპეცსამსახურებმა „გადაიბარეს“.
„მას სპეცსამსახური განსაკუთრებით უფრთხილდება, გაცილებით დელიკატურია მასთან ურთიერთობაში, უქმნის დამოუკიდებლობის განცდას, თან რბილად მანიპულირებს მისი სისუსტეებით (სადაც ძირითადი პატივმოყვარეობა და ბავშვობა-ახალგაზრდობის დროინდელი კომპლექსებია) და საჭირო მიმართულებით მიჰყავს. ეს უკვე ხელოვნებაა, ტყუილისა და მანიპულირების. დიახ, არაეთიკური და ამორალური (სპეცსამსახურებს ამ მხრივ ბევრს ნუ მოსთხოვთ), თუმცა ჯაშუშობის სამყაროში მიზანი ამართლებს საშუალებას. ასეთია რეალობა! უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობის მრავალი ფორმიდან „გავლენის აგენტი“ ყველაზე პრივილეგირებულ აგენტურას მიეკუთვნება და მას იმდენად უფრთხილდებიან, რომ „გავლენის აგენტის“ ვინაობა, გადაბირების ნიუანსები და მოტივების შესახებ მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან. საბჭოთა სპეცსამსახურებში, რომლებიც „რჩეულთა დახურული კლუბი“ და „ელიტური კასტა“ იყო, ახალი წევრების მიღება-დაწინაურება დიდი სიფრთხილით ხდებოდა. „გავლენის აგენტების“ შერჩევა, კონტაქტების დამყარება, პოლიტიკურ კარიერაში დახმარება და მათთან „ინდივიდუალური მუშაობა“ სრულიად განსხვავებული პროცესია, ვიდრე „აგენტი ინფორმატორის“ გადაბირება და მისთვის დავალების მიცემა“ – აღნიშნავს გამოცემა.
„გავლენის აგენტთან“ კონტაქტი განსაკუთრებით ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს. ამავე დროს, რაც უნდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობა ეკავოს „გავლენის აგენტს“, მარტო, სხვა აგენტების დაუხმარებლად ის ვერ შეასრულებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებას. ის გარშემორტყმულია უკვე გადაბირებული „სანდო პირებით”, „აგენტი ინფორმატორებით“ და ასევე სხვა „გავლენის აგენტებით“. ხშირად სხვადასხვა დონისა და სიძლიერის პოლიტიკური ფიგურები მთავარი „გავლენის აგენტის“ ხელისუფლების სათავეში გაყვანას „ეწირებიან“ (ამ შემთხვევაში მათი პოლიტიკური კარიერა მაქვს მხედველობაში). კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ძველი, უკვე კომპრომეტირებული „გავლენის აგენტის“, უფრო ახალგაზრდა და შედარებით გაუსვრელი კანდიდატურით ჩანაცვლება. “მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს” – ეს მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდება ძველ „გავლენის აგენტზე“, რადგანაც ის ვერსად წავა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე თევზივით მდუმარედ უნდა გაატაროს…“ – განაგრძობს გამოცემა.
„გელა გოგიას მამუკა კეკელიას გამოსვენებისას შევხვდი. თავისთვის იდგა, მორიდებით, თითქოს რცხვენოდა, ცოცხალი რომ იყო. პატარა ინტერვიუ ჩავწერე. ეს უკვე მესამე რესპონდენტი მომიკვდა უკრაინაში ჩემი ორკვირიანი ვიზიტიდან. როგორც მაშინ, აფხაზეთის ომის დროს, ახლაც ვნანობ, რატომ მეტი არ ვესაუბრე, რატომ მეტი არ გადავუღე, მაგრამ როგორც მაშინ, ისე ახლაც, სიკვდილისთვის ვერც ერთს ვერ ვიმეტებდი. სოხუმელი მამუკა კეკელია, აფხაზეთის ომის მონაწილე, დაჭრილ-დასახიჩრებული, ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი, ახლა უკრაინაში ებრძოდა მტერს, რომელმაც სახლიდან გამოაძევა. ჩვენი ბიჭების დაღუპვისას ვწერდი, დეტალებს ვარკვევდი. ახლა მისი დაღუპვის ამბავს ვარკვევ სხვა ბიჭებთან. ბოლოს რომ ვესაუბრე, საფრანგეთში მკურნალობდა, ცოტა ხანს აქეთ ჩამოდი, დაისვენე-მეთქი, ვურჩიე. არაო, ბიჭებს ვერ მივატოვებო. 21 ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქზე“ ფოტო გამოაქვეყნა, მოგესალმებით უკრაინიდანო. 26 ოქტომბერს უკვე აღარ იყო. ისევ ძლიერ დაბომბვაში მოხვდა, დონეცკის ოლქში, ქალაქ მარინკასთან, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა 56 წლის ქართველი მეომარი“ – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „ვიცი, ვეღარ დავბრუნდები, მაგრამ უკან ვერ დავიხევ“.
„კიევში რა ცოტა მესაუბრა, არადა, თურმე რა ბევრი ჰქონია სათქმელი. აფხაზეთის ომის დაწყების პირველსავე დღეს დაიჭრა. ბატალიონ „სოხუმის” შემადგენლობაში იბრძოდა. აფხაზებმა დედა ცოცხლად დაუწვეს. იმ დღიდან მისთვის ომი აღარ დამთავრებულა. სოხუმის დაცემის შემდეგ პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებში“ გაწევრდა. 2001 წლის 7 აპრილს ერთ-ერთი დავალების დროს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს. სოხუმის იზოლატორში 44-დღიანი ტანჯვა-წამება გამოიარა,11 მაისს კი ენგურის ხიდზე მიიყვანეს და აფხაზ ტყვეებში გაცვალეს. მედალიონში ჩასმული დედის ფოტო მუდამ გულზე ეკიდა. დროდადრო დახედავდა, აკოცებდა და იტყოდა, როცა მოვკვდები, მე და დედა ერთად დავიმარხებითო. ჯერჯერობით, მისი ცხედარი ვერ გამოიტანეს. მამუკა კეკელია უკრაინაში ომის დაწყებისას პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული. ოჯახმა მისი შეჩერება ვერ შეძლო, მიატოვა ახალნაშოვნი სამსახური და უკრაინაში გადავიდა. აპრილში უკვე ბრძოლებში მონაწილეობდა“, – წერს სტატიის ავტორი.
„მამუკა კეკელიას თანამებრძოლი რუსეთ-უკრაინის ომში ლაშა აბუთიძე: „მამუკა 2022 წლის აპრილში მოვიდა ჩვენთან, „კარპატსკი სიჩში“. ივნისში ერთად გადავედით „ქართველ პარტიზანებში“. ერთმანეთის გვერდიგვერდ თვე-ნახევარი ვიბრძოდით. ლისიჩანსკი-სოლიდარის მიმართულებაზე, „მირნაია დალინაში“ ვიყავით. ძლიერ დაბომბვაში მოვხვდით. 20 ქართველი ვიყავით ერთად. მამუკამ ძლიერი კონტუზია მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თვეზე მეტი იწვა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ საფრანგეთში წავიდა სამკურნალოდ. სულ ვკონტაქტობდით. ისევ ომში წასვლა უნდოდა. ახალი ჩასული იყო და ეს უბედურებაც დაემართა“. მამუკას დაღუპვა ძალიან განიცადეს იმ ბიჭებმაც, რომლებიც მასთან ერთად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი გიორგი თოდუა ერთ-ერთია მათ შორის: „ერთ-ერთი ოპერაციის დროს მეგზურმა ჯგუფი გაყიდა, სამი კაცი აიყვანეს ტყვედ, მათ შორის მამუკაც. როგორც მისი გადმოცემით ვიცი, ოპერაცია დაასრულეს და წვიმაში მოყვნენ, ქოხს შეაფარეს თავი, მაგრამ მეგზურმა გაყიდა, ხეზე ტანსაცმელი გადაფინა. მძინარე ბიჭებს დაადგნენ თავს, მაგრამ რამდენიმეს გასტუმრება მაინც მოასწრეს, მეგზურიანად. მასთან ერთად დათო გობეჯიშვილიც იყო, ორივე უკრაინაში დაიღუპა…“, – განაგრძობს გამოცემა.
„2024 წლის 21 ნოემბრის დილა მსოფლიო ომების ისტორიაში შევიდა, რადგან პირველად იქნა გამოყენებული ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველაზე მრისხანე იარაღი – საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა… მას შემდეგ, რაც აშშ-მა ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოუხსნა შეზღუდვა კიევს დასავლური სარაკეტო შეიარაღების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე, უკრაინა ორი დღის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით, ხან ბალისტიკური და ხანაც ფრთოსანი რაკეტებით უტევდა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას და სავსებით მოსალოდნელი გახლდათ, რომ გამძვინვარებული პუტინი რაღაც ახალს მოიფიქრებდა – კრემლს არ შეუძლია საჰაერო დარტყმები მიაყენოს ამერიკას თუ ევროპას, ამიტომაც ისევ მრავალტანჯულ უკრაინას დაარტყა, ოღონდ ამჯერად ისეთი კლასის იარაღით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არავის გამოუყენებია საბრძოლო მოქმედებების დროს“, – წერს ჟურნალი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით რუსეთი საკონტინენტთაშორისო რაკეტებით ომზეც გადავიდა…
„ბალისტიკური რაკეტებით ლონდონის დაბომბვა ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო, ბალისტიკური რაკეტები არც ირანსა და ერაყს „დაუმადლებიათ“ ერთმანეთისთვის 1980-იანი წლების ომში, საბჭოთა კავშირიც უხვად ბომბავდა „სკადებით“ ავღანელ მოჯაჰედებს და ახლაც ისრაელ-ირანის „სარაკეტო პინგ-პონგიც“ სწორედ ბალისტიკური რაკეტებით იმართება, მაგრამ ბალისტიკური რაკეტაცაა და რაკეტაც… აქამდე საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული ყველა ტიპის ბალისტიკური რაკეტა ტაქტიკური (70-80 კმ ფრენის სიშორე), ოპერატიულ-ტაქტიკური (300-500 კმ ფრენის რადიუსი) ან კიდევ საშუალო სიშორის (1 000-2 000 კმ) იყო, რუსეთმა კი 21 ნოემბრის დილას ასტრახანის ოლქის, კაპუსტინ-იარის სარაკეტო პოლიგონიდან უკრაინის ქალაქ დნიპროს მიმართულებით გაუშვა, სავარაუდოდ, РС-26 „Рубеж“-ის ტიპის საცდელი ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის მაქსიმალური მანძილი აღემატება 6 ათას კმ-ს და შესაბამისად, ის უკვე გადის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების კლასში, ანუ მისი საშუალებით შეიძლება ბირთვული ქობინების ერთი კონტინენტიდან მეორეზე „მიტანა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„21 ნოემბრის დილას დნიპროს დამიზნებულ რუსულ „რუბეჟში“, რომელმაც ასტრახანიდან ამ უკრაინულ ქალაქამდე 800 კმ იფრინა, საბედნიეროდ, არ ეყენა ბირთვული ქობინები, უფრო მეტიც, მას არც ჩვეულებრივი (ტროტილი, ჰექსოგენი) ქობინები ჰქონია, მხოლოდ ინდივიდუალური დამიზნების საიმიტაციო ქობინების „ცეცხლის ფრქვევა“ დაფიქსირდა ღამეულ ცაში – ეს საიმიტაციო ქობინები არ ფეთქდება, მაგრამ იმის გამო, რომ ფაქტობრივად დედამიწის ორბიტიდან უზარმაზარი სიჩქარით ეცემიან, თავიანთი დიდი კინეტიკური ენერგიითაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნგრევა. რაში დასჭირდა კრემლს საცდელი და ძვირად ღირებული ამ რაკეტის გამოყენება? შეიძლება იმიტომ, რომ უკრაინასა და დასავლეთს აჩვენოს, რომ შემდეგ უკრაინულ ქალაქზე დამიზნებული მორიგი რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა უკვე საშტატო ბირთვული ქობინებით იქნება აღჭურვილი?.. „ – განაგრძობს გამოცემა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსი გოგი დოლბაია, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JIKA) კიუშუს ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ქ. ფუკუოკაში (იაპონია) იმყოფება, სადაც ხანძრის მართვისა და კატასტროფების რისკის შესამცირებლად სასწავლო კურსი იმართება. სწავლების მიზანია მონაწილეებს გაუღრმავოს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სახანძრო ტექნიკა, ხანძრის მართვა, პრევენცია, კატასტროფების შემცირება და გაუზიაროს მათ ხსენებულ საკითხებზე იაპონიის გამოცდილება. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” მას იაპონიაში დაუკავშირდა”, – წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართველი მაშველ-მეხანძრის ინტერვიუ ფუკუოკადან / „ტექნოლოგიურად განვითარებული იაპონია და მოსახლეობა, რომლებიც დროსაც კი უსწრებენ…“
„შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 2024 წლის მარტიდან ვარ. გუნდის ახალ წევრად ვითვლები, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა განვვითარდე პროფესიულად და ვიყო სამსახურის ერთ-ერთი ღირსეული თანამშრომელი. იყო მეხანძრე-მაშველი ნიშნავს იზრუნო სხვის სიცოცხლეზე. იაპონური შთაბეჭდილებების მარტივად გადმოცემა რთულია. ყველასთვის კარგად ცნობილია, რამდენად განვითარებული სახელმწიფოა ყველა სფეროში, ადგილზე მომეცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებთან მქონოდა ურთიერთობა, არამედ სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან. თითოეულს საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ენით აღუწერელი შრომისმოყვარეობა ახასიათებს. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურად იაპონია ძალიან განვითარებულია და შეიძლება ითქვას, დროსაც კი უსწრებენ. ადგილობრივი კოლეგების მომზადების დონე ძალიან მაღალია. ყოველდღიურად ვარჯიშობენ და ცდილობენ გააუმჯობესონ პროფესიული უნარ-ჩვევები. სტრუქტურულად იაპონური მხარე განსხვავდება ჩვენი სამსახურისგან, იგი მორგებულია იაპონიის რეალობას და მათ გამოწვევებს. მინდა აღვნიშნო, რომ მათი დამოკიდებულება ჩვენდამი ნამდვილად გამორჩეულია. ისინი დაინტერესებულები იყვნენ ჩვენი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების მუშაობით და ძალზე საამაყოა ჩემთვის, რომ მეხანძრე-მაშველების მომზადების მაღალ დონეს არაერთხელ გაუსვეს ხაზი“,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი დოლბაია.
„ჩვენთვის გაიმართა სპეციალური სწავლება. ნაგასაკის აეროპორტის ტერიტორიაზე, მოქმედებს მუდმივმოქმედი სასწავლო ცენტრი და სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რომლებიც ორიენტირებულია მხოლოდ საფრენი საშუალებებისა და ავიაციასთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციების მოქმედებაზე. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. სპეციალურ ტერიტორიაზე დგას ორი, წარსულში ექსპლუატაციაში მყოფი „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც სიმულაციურ სწავლებებს მეტად რეალურს ხდის. სცენარის მიხედვით, მგზავრებით სავსე თვითმფრინავს გაუჩნდა ცეცხლი, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სხვადასხვა სპეცტექნიკის გამოყენებით დროულად ჩაგვექრო ის და უსაფრთხოდ გამოგვეყვანა მგზავრები. სიმულაციური სწავლების დასრულების შემდგომ დავიწყეთ თეორიული სწავლება და ზემოხსენებული ოპერაციის სალექციო დარბაზში განხილვა. ვიდეოების მეშვეობით განვიხილეთ ქმედებები, შეცდომები გამოვააშკარავეთ და გავაანალიზეთ. მასპინძლებმა ასევე ჩაგვიტარეს პრეზენტაცია მათი სამსახურის შესახებ, გაგვაცნეს მიმდინარე სიახლეები, პროექტები და სამომავლო გეგმები…“ – განაგრძობს რესპონდენტი.
„1774 წლის 10 ივლისის ქუჩუკ-კაინარჯის სამშვიდობო შეთანხმებით თურქეთმა რუსეთს ქერჩისა და ქერჩის სრუტესთან მდებარე ენიკალეს სიმაგრეები დაუთმო, რითაც აზოვის ზღვიდან შავი ზღვისკენ გზა გაუხსნა. ათი წლის შემდეგ ახალდაარსებულმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შავ ზღვაში ცურვა დაიწყო, მაგრამ თურქეთის მფლობელობაში დარჩენილ კავკასიის სანაპიროს რუსული ხომალდები ნაკლებად ეტანებოდნენ და არც სანაპირო ზოლის ჰიდროგრაფიული კვლევებით იწუხებდნენ თავს. 1807 წელს რუსეთში გამოცემული შავი და აზოვის ზღვების პირველი ატლასი მოიცავდა შავი ზღვის მხოლოდ გამოკვლეული ნაწილების რუკებს – ზღვის დასავლეთ სანაპიროს ოდესიდან კონსტანტინოპოლამდე, ანატოლიის სანაპიროს კონსტანტინოპოლიდან სამსუნის კონცხამდე და ქერჩის სრუტის რაიონს. კავკასიის სანაპიროს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ინტერესი გაჩნდა დასავლეთ საქართველოში რუსეთის არმიის შემოსვლის წინ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რას გაუძლო სოხუმის შუქურამ.
„1804 წლის ივლისში სამეგრელოს სანაპიროზე რუსული ხომალდებისთვის ხელსაყრელი სადგომის მოსაძებნად ჰიდროგრაფიული კვლევები ჩაატარა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოფიცერმა, კაპიტან-ლეიტენანტმა ანასტასი ვლიტომ. მან სახაზო ხომალდ „ისიდორით“ თურქების ცხვირწინ სანაპირო ზოლი სუხუმ-კალეს სიმაგრიდან რიონის შესართავამდე გამოიკვლია და შედეგები საქართველოს გუბერნიის მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ პავლე ციციანოვს პატაკით მოახსენა. ნიკოლაევში 1851 წელს შავი ზღვის ჰიდროგრაფიული დეპოს გამოცემულ შავი ზღვის ლოციაში შესული იყო კავკასიის სანაპიროს დაწვრილებით აღწერა და იძლეოდა მონაცემებს სანაპიროსთან ზღვის ფსკერის მდგომარეობაზე, ხომალდების რეიდზე დგომისთვის შერჩეულ ადგილებში ზღვის სიღრმეებზე, გაბატონებულ ქარებზე, სახომალდო წყლის, საკვებისა და შეშის მარაგების შევსებისთვის ხელსაყრელ ადგილებზე და ა. შ. 1853-1856 წლების აღმოსავლეთის (ს) ომის დასრულების შემდეგ გახშირდა ზღვაოსნების ჩივილი სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთის იმპერიის ზღვებში ცუდ სანავიგაციო უზრუნველყოფაზე. გამონაკლისი არც შავი ზღვის კავკასიის სანაპირო იყო, სადაც 1860 წლისთვის არც ერთი შუქურა თუ სანავიგაციო ნიშანი არ ფუნქციონირებდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„არადა, კავკასიის სანაპიროსთან ცურვის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა მდინარე რიონის შესართავი და ბიჭვინთის კონცხის სანაპირო წყლები, სადაც გემებს ავარიები ხშირად მოსდიოდათ. საზღვაო ვაჭრობის გაფართოებით დაინტერესებული რუსეთი ხედავდა, რომ გემების უსაფრთხო ცურვა ზღვაზე ორიენტირებისთვის აუცილებელი საშუალებების – შუქურებისა და სათანადო ნიშნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. პირველი შუქურა კავკასიის სანაპიროსთვის რუსეთის იმპერიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სანავიგაციო დეპარტამენტის შეკვეთით ლითონკონსტრუქციების ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა ერნესტ გუენმა დააპროექტა და კომპანია Ernest Goüin et compagnie-მ დაამზადა. (მოგვიანებით ერნესტ გუენმა ეიფელის კოშკის პროექტირებაში მიიღო მონაწილეობა). შუქურას ასაწყობი ფოლადის ფურცლები სოხუმში გემით 1861 წლის ზაფხულში ჩამოვიდა და აწყობას 150 სამუშაო დღე დასჭირდა. ფუნდამენტად გამოყენებულ ფოლადის მრგვალ პლატფორმაზე შუქურას კორპუსი დამაგრდა ხრახნიანი ხიმინჯებით, რომლებიც მიწაში 17-20 მ-ის სიღრმემდეა ჩარჭობილი. კოშკურის ფოლადის ფურცლები ერთმანეთთან მოქლონებითაა შეკრული და შუქურას ზედა შიდა მოედნისკენ ხრახნისებური კიბის 137 საფეხური მიემართება. გარედან შუქურა თეთრად შეიღება. სოხუმის შუქურა მდინარე გუმისთის ჩამოტანილი ქვიშა-ქვებით დაგროვილ კონცხზე, ზღვიდან დაახლოებით 40-50 მ-ში დააყენეს…” – განაგრძობს გამოცემა.
PDW ანუ Personal defence weapons-ი ქართულად “თავდაცვის პერსონალურ იარაღს” ნიშნავს, რომელსაც განეკუთვნება კომპაქტური ავტომატური იარაღი, რომელიც პისტოლეტის ან შუალედურ (ავტომატის, ავტომატური კარაბინის) ვაზნებზეა გათვლილი. ასეთი მცირეგაბარიტიანი, მაგრამ მძლავრი იარაღით, როგორც წესი, აღიჭურვებიან ის სამხედროები, რომლებსაც უშუალო საბრძოლო შეხება არა აქვთ მოწინააღმდეგესთან, მაგრამ თავიანთი ამოცანის შესრულებისას (იქნება ეს სამხედრო ტექნიკის მართვა, საარტილერიო დანადგარების მომსახურება, კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა თუ საშტაბო საქმიანობა) საჭიროებენ ჩვეულებრივ პისტოლეტზე უფრო ძლიერ პირად ცეცხლსასროლ იარაღს, ოღონდ არა ერთმეტრიან შაშხანას, რომელიც ხელს შეუშლის ყოველდღიური ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას ფრონტის ხაზის ზურგში. და, აი ამერიკულ კერძო ფირმა FluxDefence-ს აქვს პრეტენზია, რომ შექმნა 2024 წლის ყველაზე კომპაქტური PDW, რომელიც თურმე ტოლს არ დაუდებს თვით ლეგენდარულ MP5 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევსაც”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით გარდასახვა – პისტოლეტიდან ულტრაკომპაქტურ კარაბინად… / მსოფლიოში ყველაზე პატარა PDW – RAIDER-365…
„მისი შექმნილი RAIDER-365 კი, ფაქტობრივად, ორიგინალური კონსტრუქციის მოდულ „კიტში“ მოთავსებული კარგად ცნობილი 9 მმ კალიბრის SIG Sauer P320 ტიპის პისტოლეტია. ამ “ზიგ-ზაუერის” სროლა დამატებითი მოწყობილობების გარეშეც მშვენივრად შეიძლება, მაგრამ ეს “კიტი” მართლაც ეხმარება მსროლელს უფრო ზუსტ და თანაც ბევრ გასროლაში. სროლის სიზუსტეს უზრუნველყოფს ორი ფაქტორი – გასაშლელი კონდახი, რომელიც მსროლელის მხარზე კარგად აფიქსირებს PDW-ს, და წინა სახელური, რომელიც აუმჯობესებს ცეცხლის სწორი მიმართულებით წარმართვას. ამასთან, წინა სახელურში მოთავსებულია დამატებითი მჭიდიც, რაც ორჯერ ზრდის უშუალოდ იარაღზე სატარებელი ვაზნების რაოდენობას, მით უმეტეს, თუკი გამოყენებულია უფრო დიდი ტევადობის გრძელი მჭიდები – ვაზნების საერთო მარაგი 50-ს აღწევს. საიარაღო მოდულში შეიძლება გამოყენებულ იქნას სტანდარტულზე უფრო გრძელი 6 დიუმის (15.24 სმ) სიგრძის ლულაც, რომელიც უფრო გრძელია იმ ლულაზე, რაც MP5K ტიპის კომპაქტურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს უყენია. საიარაღო მოდულს უყენია ფიქსირებული კოლიმატორული სამიზნე, რაც აადვილებს სწრაფ დამიზნებას”, – აღნიშნავს გამოცემა.
„RAIDER-365 გამოირჩევა კარგი ერგონომიკურობით, რაც ძალზე მოსახერხებელს ხდის მის საბრძოლო მზადყოფნაში სწრაფად მოყვანას და ზუსტ სროლას. გასაგებია, რომ სამოქალაქო პირებზე მხოლოდ ნახევრად ავტომატური პისტოლეტები იყიდება, მაგრამ რომელიმე სამხედრო ან პოლიციური დანაყოფისთვის შეიძლება RAIDER-365 -ის საიარაღო მოდულში ავტომატური პისტოლეტის განთავსებაც, რის შემდეგაც ის მართლაც სრულფასოვან ულტრაკომპაქტურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად გადაიქცევა. აშშ-ის საიარაღო მაღაზიები RAIDER-365-ს, რომელშიც შედის როგორც თავად ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, ისე მოდული თავისი აქსესუარებით, მსურველს 800-850 დოლარის ფარგლებში სთავაზობენ, რაც ნამდვილად არ არის ძვირი იმისთვის, რომ ჩვეულებრივი პისტოლეტი ულტრაკომპაქტურ, ეფექტიან და ამასთან, ეფექტურ PDW -ად გადააქციო“ , – დასძენს გამოცემა.