“ქართული ოცნების” წევრი: მოგმართავთ პარტიის პოლიტსაბჭოს, სასწრაფოდ გამრიცხოთ პარტიიდან

“ქართული ოცნების” წევრი მალხაზ მოლაშვილი პარტიის ხელმძღვანელობას მიმართავს, გარიცხონ მისი რიგებიდან. მოლაშვილის თქმით, ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მისი შვილები პროევროპულ აქციებში მონაწილეობენ. მოლაშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ მას და მის შვილებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ.
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ყრილობის დელეგატს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემქმნელს, რაიონული ორგანიზაციის პირველ კონფერენციამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რომლის რეკომენდაციითაც ასეულობით ადამიანია პარტიაში გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტივის კოორდინატორს, წლების განმავლობაში სამჯერ შემავსებინეს განაცხადი პარტიაში გაწევრიანების შესახებ.
2012 წლის 12 დეკემბრიდან ვიყავი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის, აპარატის ხელმძღვანელი, 2012 წლიდან დღემდე ყველა დონის არჩევნებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი ქართული ოცნებისა და მისი კანდიდატების გამარჯვებაში, დღემდე ვერავინ მეტყვის, რომ რაიმე ნაბიჯი მაქვს გადადგმული ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ.
2025 წლის 13 იანვარს გამიფორმეს ერთთვიანი ხელშეკრულება და მისი ვადის გასვლიდან გამომდინარე, სამ თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონით მაცნობა, რომ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდებოდა ჩემი შვილების ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და თბილისში მიმდინარე აქციებზე დგომის გამო.
7 თებერვალს საკრებულოში შევიტანე განცხადება ჩემი პირადი საქმისა და შეფასების ოქმების ასლების გამოთხოვის შესახებ, პასუხი ტელეფონზე, ვადები აქვთ და პასუხს მივიღებ.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ პარტიის პოლიტსაბჭოს, სასწრაფოდ გამრიცხოთ პარტიიდან და არ გამიკვირდება ახლადმიღებული კანონის თანახმად გამომაცხადოთ სამშობლოს ” მოღალატედ”.
პატივისცემით: მ. მოლაშვილი”, – ნათქვამია მოლაშვილის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან