“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა YOUNG WARRIORS-ის საერთაშორისო ტურნირზე თავის მეგობარს, სამგორელ გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა YOUNG WARRIORS-ის საერთაშორისო ტურნირზე თავის მეგობარს, სამგორელ გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა
“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სამგორის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ YOUNG WARRIORS („ახალგაზრდა მებრძოლების“) შერეული საბრძოლო ხელოვნების მეთექვსმეტე საერთაშორისო ტურნირს დაესწრო და სამგორელ მებრძოლს, გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა. ტურნირის ფარგლებში გაიმართა სატიტულო ბრძოლა, რომელშიც გიორგი ქართველიშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, რუსთავის მერი , რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს წევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება