“ქართული ოცნების” თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , დელეგაციის წევრებთან, გიორგი ვოლსკისთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯუდიტ ვარგას შეხვდა.
ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნგრეთის ოფიციალური პირები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ირაკლი კობახიძემ ჯუდიტ ვარგას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით 14/15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად გაფორმებაში აისახება.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს

რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როდესაც ჯერ „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო, ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი

ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა