„ქართული ლეგიონი“ – კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო ბრალდებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ვგეგმავთ

რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ “ქართული ლეგიონი” გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს, – ამის შესახებ “ქართული ლეგიონის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია. „ქართული ლეგიონი“ 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის მიმართ ერთგულებაში და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი