ქართული კომპანიების აქციების ფასის ცვლილება ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობითაა წარმოდგენილი.
მათი აქციების ფასი გასული კვირის მანძილზე შეიცვალა და შემდეგნაირად გამოიყურება (ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო):
ს“ (BGEO) აქციების ფასი 10.86%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 53.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.63 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 47.25%-ით გაიზარდა.
„TBC PLC-ის“ აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 12.56%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 34.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.90 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 16.36%-ით გაიზარდა.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 3.26%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 13.32 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 620 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 30.59%-ით გაიზარდა.
აღნიშნული ინფორმაცია Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა.