საჰაერო განგაშის გამო, კიევში რობერტა მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა

კიევში საჰაერო განგაშის გამო, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და უკრაინის პრეზიდენტ ს პრესკონფერენცია შეწყდა.
მეცოლა და ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ეზოში ჟურნალისტების წინაშე ერთობლივ პრესკონფერეციას მართავდნენ, როდესაც საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპელ სტუმარს ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს, რაზეც რობერტა მეცოლამ უპასუხა, რომ ახლა მას უკეთ ესმის, რას განიცდიან უკრაინელები ყოველდღიურად.
„ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება მშვიდობისა და ნაციზმთან ბრძოლის მიმართ. ასეთია რეალობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში, მათ შორის კიევში. მოგვიანებით, განგაში გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ