საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იწყებს მზადებას.
აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანგურ მატჩს გამართავს. შეხვედრები 9 და 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 18 მოთამაშით მოემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია – დინამო თბილისის ფეხბურთელი საბა ეგრისელაშვილი.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), საბა ეგრისელაშვილი (დინამო თბილისი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
NAKREBI.GE