ფრიდრიხ მერცი – რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის

რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა ყველა მხარის მხრიდან მზადყოფნას მოითხოვს და რუსეთიდან მომავალი სიგნალები აჩვენებს, რომ ამჟამად ის მშვიდობისთვის მზად არ არის, პირიქით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მხარი დაუჭირონ.
„სანქციებმა პუტინის ომის მანქანის დასაფინანსებლად გამოყენებულ ჩრდილოვან ფლოტს მნიშვნელოვანი დარტყმა უნდა მიაყენოს. კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მთავრობაც ამ გზას აირჩევს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?