ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ საფრანგეთთან და ბრიტანეთთან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ღიაა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან მათი ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ.
„ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ… ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ”, – განაცხადა მერცმა რადიო Deutschlandfunk -ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა: „ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორივე ქვეყანასთან (საფრანგეთთან და ბრიტანეთთან)”.
მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს „ასევე ამერიკული ბირთვული ფარი“.
გერმანია, მეორე მსოფლიო ომის წარსულიდან გამომდინარე, რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებით, არაბირთვულ თავდაცვაზეა მიბმული, შესაბამისად, ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, თუმცა ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მის ტერიტორიაზე ამერიკის ბირთვული ქობინებია განთავსებული.
ცნობისთვის,მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი ხარჯების გაწევის გეგმას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. მაკრონის თქმით, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას.