„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

“ფრიდომ ჰაუსმა” ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველო თავისუფალ ქვეყნად არის დასახელებული და მას 100-დან 76-ი ქულა აქვს, რაც, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორი ქულით ნაკლებია, თუმცა საქართველო რეგიონში ამ მიმართულებით ლიდერობას ინარჩუნებს.
თურქეთი და აზერბაიჯანი არათავისუფალ ქვეყნების რიცხვში არიან, თავისუფალ ქვეყნად დასახელდა სომხეთი, 72 ქულით.
ანგარიშის მომზადებისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი – მათ შორის, ინტერნეტის წვდომისთვის არსებული დაბრკოლებები, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.
ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში პირველი ადგილი უკავია ისლანდიას, 94 ქულით, რომელსაც 93 ქულით მოსდევს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს

პლინტუსს ქვემოთ ჩაშვებულ BBC -თან განცხადებების და უარყოფების ენით საუბარს, სჯობს სამართლებრივი გზით დავა, რომ მორიგ ჯერზე, ისევე როგორც დონალდ ტრამპის სიტყვის გაყალბების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ჩააყოფინო დინგი ტალახში