ფონ კრამონი პაპუაშვილზე: ეს კაცი გერმანულ ორგანიზაციაში კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” მიერ „აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
„ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ ს ინტერესებს? სირცხვილი!“ – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
პაპუაშვილი 2007-2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას, – იმ კანონისა, რომლის მიღების მცდელობამაც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ თქვა, რომ კანონის არმიღების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების, – გამოიყენა ტერმინი „მდიდარი ენჯეოები“, – „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.
„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება.
· პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
· საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.