ფოთში, საშობაო „ალილო გაიმართა“

ფოთში, საშობაო „ალილო გაიმართა“. სასულიერო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.
„ქრისტესშობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ფოთელს, ჩვენი ეპარქიის შვილებს, სრულიად საქართველოს. ვისურვებ, რომ თითოეული ჩვენგანის სულში შობილიყოს ქრისტე, კიდევ უფრო მეტად შეხებოდეს საღვთო მადლი ჩვენს გულს და ჩვენი კიდევ უფრო მეტად გაკეთილშობილება მოჰყოლოდეს“, – განაცხადა ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, ამბროს ხოშტარიამ.
„ალილოზე“ შეგროვილი სურსათ-სანოვაგე შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.
საქართველოში „ალილოს“ ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით აღდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!