განახლებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საშუალებით, Sofmar – Agency, Forwarding Transportation-თან პარტნიორობით, ცენტრალური აზიიდან ფოთის პორტმა მიიღო ე.წ. Big Bag-ებში განთავსებული ტვირთი, რომელიც ადგილზე განთავსდა კონტეინერებში და გაიგზავნა ევროპაში,- ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის პორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მაღალი ხარისხის სარკინიგზო და საზღვაო სერვისების მომსახურებას უზრუნველყოფს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად ფოთის გავლით.
„აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი მოიცავს ტვირთის სარკინიგზო ხაზით ტრანსპორტირებას, დასაწყობებას, კონტეინერებში გადატანასა და საზღვაო ხაზით დანიშნულების ადგილზე გაგზავნას. ეს სერვისი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც გააჩნია ფოთს, როგორც ორ კონტინენტს შორის დამაკავშირებელ ხიდს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
