ფინეთს რუსეთის საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები კიდევ მინიმუმ ორი თვე ექნება ჩაკეტილი

რუსეთთან ფინეთის საზღვარი კიდევ მინიმუმ ორი თვე იქნება ჩაკეტილი. ფინეთის სახელმწიფო საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, არ გახსნას საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფინეთ-ს საზღვარზე. მათი ჩაკეტვის ვადა 14 აპრილამდე გაგრძელდა.
ორ ქვეყანას შორის სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა ფინეთის ხელისუფლების განკარგულებით დაიწყო შარშან ნოემბერში. ამის მიზეზი იყო მესამე ქვეყნების – ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების – მოქალაქეთა მოზღვავება ფინეთის საზღვარზე. ისინი რუსეთის ტერიტორიიდან შედიოდნენ ფინეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ. კანონით, ასეთი პირების უკან გაბრუნება აკრძალულია და საჭიროა მათი ქვეყანაში განთავსება, სანამ დასრულდება მათი განაცხადების დამუშავების პროცედურები.
ფინეთის ხელისუფლება რუსეთს სდებს ბრალს, რომ ის აქეზებს უცხოელებს და ფინეთის საზღვართან მისვლაში არ აბრკოლებს მათ. ნოემბერში ფინეთსა და რუსეთს შორის ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა იქ თავშესაფრის მოთხოვნა. დეკემბერში ისინი მოკლე ვადით გახსნეს, მაგრამ ორი დღის შემდეგ კვლავ დახურეს. იანვარში საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვა თებერვლის შუა რიცხვებამდე გააგრძელეს.
ფინეთის -ს ცნობით, დღეისთვის ვითარება არ შეცვლილა და საზღვრების გახსნის შემთხვევაში იქ კვლავ დაიწყება თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის მისვლა. შსს-ს თანახმად, წლის ბოლომდე ასეთი პირების რაოდენობა 20 ათასამდე შეიძლება იყოს.
უფლებადამცველები და ფინეთის ზოგიერთი მოქალაქე, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ნათესავები ჰყავს რუსეთში, აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. შსს საზღვრების ჩაკეტვას დროებით ზომას უწოდებს. ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ განიხილავს საზღვრის სრული ჩაკეტვის სხვადასხვა ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა 2022 წლის თებერვალში. ფინეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და ნატოში გაწევრიანდა. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უშედეგოდ არ დარჩება. ამასთან, რუსეთი უარყოფს, რომ მიგრაციას ფინეთზე ზეწოლისთვის იყენებს.